გაკვეთილი
ინგლისურ ენაში
გაკვეთილის
ჩატარების თარიღი: 30.11.2017
გაკვეთილის თემა
|
თინეიჯერების პრობლემები
|
სამიზნე ჯგუფი
|
საბაზო, IX კლასი, 27 მოსწავლე
|
სსსმ მოსწავლე
|
1 (ანა მწყერაშვილი)
|
მასწავლებლის სახელი, გვარი
|
თამარ ცანავა
|
მიზნები და ამოცანები
|
მოსწავლები გაიგებენ ფაქტობრივი ინფორმაციის შემცველ უცხო ტექსტს,ინგლისურ ენაზე აღწერენ მოცემულ მასალას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს თინეიჯერული ასაკის თავისებურებებთან დაკავშირებული სიტყვებით.(ბულინგი,
პროტესტი და ა.შ.) გამართავენ დისკუსიას
, იმსჯელებენ არსებულ საკითხთან დაკავშრებით. იმუშავებენ ჯგუფთან და
გააკეთებენ მიცემული დავალების
პრეზენტაციას .
|
ხანგძლივობა
|
45 წუთი
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
მიმართულება : მოსმენა
უცხ.ს.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს
და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) ყოველდღიურ თემებზე
უცხ.ს.IV.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს
და გაიგოს რადიოგადაცემები (საინფორმაციო
გადაცემა, რეპორტაჟი ტურისტული მოგზაურობის შესახებ, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე.
მიმართულება
: კითხვა
უცხ.ს.IV.5. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და
გაიგოს მრავალსაფეხურიანი ინსტრუქცია (კომპლექსური
დავალების ინსტრუქცია, რჩევა-დარიგება, თამაშის
წესები, რეკომენდაციები და სხვა).
უცხ.ს.IV.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და
გაიგოს სხვადასხვა სახის ინფორმაციული
ტექსტი (მაგ., მასალა საყმაწვილო ენციკლოპედიიდან, სტატია საყმაწვილო ჟურნალიდან/გაზეთიდან, ანოტაცია,
ცნობარი და სხვა).
მიმართულება
: წერა
უცხ.ს.IV.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების წერა, რომლებშიც დეტალურად აღწერს საკუთარ გამოცდილებას (მაგ., პირადი წერილი, დღიური).
უცხ.ს.IV.13. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის
ტექსტის შედგენა, რომელშიც ავლენს თვითგამოხატვის უნარს.
მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.ს.IV.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.უცხ.ს.IV.17. მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო
სიტუაციისთვის თავის გართმევა.უცხ.ს.IV.18. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
|
მეთოდები და აქტივობები
|
·
ვარაუდების
გამოთქმა.
·
პრობლემური,(პრობლემებზე
ორიენტირებული სწავლება)
·
სკორატული
(კითხვა -პასუხით ცოდნის აგება),
·
ანალიზის
მეთოდი, სინთეზის მეთოდი.
·
პაუზებით
კითხვა
|
საჭირო რესურსები
გაკვეთილის მსვლელობა (სამფაზიანი მოდელით):
კლასის
ორგანიზების ფორმები: ჯგუფური / ინდივიდუალური
|
ტექსტი-სახლმძღვანელო
საწერ-კალმები
ფორმატის ფურცლები
ფლომასტერები,
ლეპტოპი
მოსასმენი აპარატურა.
I
ფაზა -
გამოწვევა (მოლოდინების
განსაზღვრა)
აქტივობა-1 - აბა გამოიცანით... (2-3წთ)
მიზანი: მოტივაციისა და
წინარე ცოდნის გააქტიურება
დაფაზე ვხატავ წრეს და წრის ირგვლივ ვაკეთებ
სხივებს. სხივებზე ვაკრავ სურათებს , რომლებიც დაკავშირებულია თინეიჯერებთან და
მათ ასაკობრივ თავისებურებთან. შემდეგ კი მოსწავლეებს ვანახებ მოკლე ვიდეოს/ან
მოვასმენინებ მოსასმენ მასალას სადაც
მოცემულია თინეიჯერის რომელიმე აქტუალური პრობლმა და ამის შემდეგ ვთხოვ მათ
გამოთქვან თავიანთი ვარაუდები გაკვეთილის თემასთან დაკავშრებით. (ვუსვამ
შეკითხვას: როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იყოს დღევანდელი გაკვეთილის თემა?)
II ფაზა -შინაარსის რეალიზება
აქტივობა-2 ტექსტის გააზრება (კითხვა-მოსმენა-თარგმნა)
(5-7 წთ)
მიზანი: კითხვის
და მოსმენის უნარების განვითარება
მას შემდეგ რაც ბავშვები გამოიცნობენ გაკვეთილის
თემას, მივუთითებ გადაშალონ წიგნები . აქ ვიყენებ პაუზებით მოსმენის მეთოდს. ვასმენინებ
თემასთან დაკავშრებულ ტექსტს - დროდადრო
ვაჩერებ. პაუზებს შორის ჩხირების საშუალებით (ვისი სახელიც ამოვა) ვათარგმნინებ
მონაკვეთებს და ა.შ. აქტივობის ბოლოს ვაძლევ განმავითარებელ უკუკავშრს.
ატქივობა
-3 (8-10წთ) სიტუაციის ანალიზი
მიზანი: მოსწავლეთა დაჯგუფება, სოციალური უნარების
განვითარება
მოსწავლეებს ვანაწილებ ჯგუფებში 1,2,3,4,5 ის
პრინციპით და ვურიგებ პატარა ტექსტებს, სადაც აღწერილია მოზარდების პრობლემური
სიტუაციები. მათ მიეცემათ რამდნენიმე წუთი იმისთვის რომ წაიკითხონ ეს ტექსტი და
გაანალიზონ ის. შემდეგ კი სხვა ჯგუფებს წარუდგინონ თავიანთი სიტუაცია და იპოვონ
ამ სიტუაციიდან გამოსავალი. ამ
აქტივობისას სსსმ მოსწავლეს ვრთავ. ის დააკვირდება ჯგუფების მუშაობას და ჩაინიშნავს
თუ რომელი ჯგუფი უფრო აქტიურობდა, რომელი წევრები პასიურობდნენ და ა.შ.
ამ აქტივობის შესრულებისას სსსმ მოსწვალე მეხმარება ტექსტების დარიგებაში და ჩაინიშნავს
რომელ ჯგუფს რომელი ტექსტი შეხვდება.
აქტივობის ბოლოს
ჯგუფებს ვაძლევ განმავითარებელ
უკუკავშრს.
აქტივობა -4 - სიტყვების
რუკით სიტუაციის შედგენა(8-10წთ)
მიზანი: ლექსიკური
მარაგის გამდიდრება , პრობლემების გადაჭრის უნარის გამომიუშავება
დაფაზე ვაკრავ ამობეჭდილ სიტყვებს ინგლისურად და
ქართულად , რომლებიც აქტუალური და უცხო იყო მოსწვალეებისთვის და ვთხოვ მათ
დააკავშირონ ერთმანეთთან ინგლისური სიტყვები და ქართული განმარტებები. ამის
შემდეგ კი მოსწავლეებს ვურიგებ ფორმატის ფურცლებს (ჯგუფში თითო ფურცელი) და
ვთხოვ გაკვეთილის განმავლობაში მოსმენილი ახალი სიტყვები, რომლებიც
დაკავშრებულია თინეიჯერების პრობლემებთან, გამოიყენონ ამ დავალების შესრულებისას შემდეგ კი დაფაზე მიკრული სურათებიდან
აირჩიონ და დაწერონ თითო სიტუაცია
ჯგუფში და იპოვონ ამ სიტუაციიდან პრობლემის მოგვარების გზა. ბოლოს კი თავიანთი პრეზენტაციები გამოაკრან დაფაზე
ჯგუფების მიხედვით.
III ფაზა -
გამთლიანება (რეფლექსია)
აქტივობა 5- ნამუშევრების
პრეზენტაცია (8-10წთ)
მიზანი : ზეპირი მეტყველების და პრეზენტაციის უნარების განვითარება
მოსწავლეები წარადგენენ ჯგუფების მიერ მომზადებულ
პრეზენტაციებს. გამოავლენენ
პრეზენტაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
აქტივობის ბოლოს სსსმ მოსწვალე იტყვის თუ რომელი
პრეზენტაცია მოეწონა მას ყველაზე ძლაიან და რა გაიგო ამ პრეზენტაციიდან, ის
შეეცდება გადმოსცემს ქართულ ენაზე.
აქტივობის ბოლოს ჯგუფებს ვაძლევ
პრეზენტაციების უკუკავშრს.
|
შეფასება
|
აქტივობა- 6 -თვითშეფასება (3-5 წთ)
მიზანი:
ობიექტური თვითშეფასების უნარ-ჩვევების გამომუშავება
როგორც უკვე ავღნიშნე ,
განმავითარებელ შეფასებას გამოვიყენებ აქტივობების ბოლოს.
შეფასების რუბრიკები დანართის
სახით არის წარმოდგენილი.
|
დანართი: შეფასების რუბრიკები
შეფასების კრიტერიუმები
|
1-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
|
მოსწავლე პასიურია, გონებაგაფანტულია, ვერ ახერხებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას.
|
გაკვეთილში ნაწილობრივ ჩართულია, უჭირს ყურადღების კონცენტრირება და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება
|
გაკვეთილზე აქტიურია, მაგრამ ვერ ახერხებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას
|
გაკვეთილზე აქტიურია, მობილიზებული,კარგად ახერხებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას
|
ჯგუფური მუშაობა
|
მოსწვალე პასიურია
და არ ცდილობს ჩაერთოს ჯგუფურ მუშაობაში. ვერ ავლენს საკუთარი თავის რეალიზებას.
|
მოსწვალე
მეტ-ნაკლებად არის ჩართული ჯგურ მუშაობაში. არ ცდილობს მოუსმინოს თანაკლასელებს
და თავისი წვლილი შეიტანოს პრეზენტაციის მომზადებაში
|
მოსწავლე აქტიურია
ჯგუფურ მუშაობაში, თუმცა არ ითვალისწინეს სხვების აზრს და ცდილობს მხლოდ
საკუთარი აზრის დაფიქსირებას.
|
მოსწავლე აქტიურად
არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში. ცდილობს საკუთარი აზრის დაფიქსირებას. უსმენს
სხვების აზრს და არის მობილიზებული.იყენებს ახალ ლექსიკურ მასალას ჯგუფთან
მუშაობაში.
|
პრეზენტაციის ეფექტურობა
|
დაბნეულია, გაუგებრად საუბრობს,წარმოდგენილი ინფორმაცია მწირია.
|
ხშირად ჩერდება, ,წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეიცავს პრობლემის გადაჭრის გზებს. ვერ იყენებს ახალ ლექსიკურ
ერთეულებს.ვერ იცავს დროის ლიმიტს.
|
თხრობა არათანამიმდევრულია, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაცია კარგია და გამდიდრებულია ლექსიკური მასალით. დროის
ლიმიტი მეტ - ნაკლებად დაცულია.
|
გამართულად და გასაგებად მეტყველებს,მწარმოდგენილი ინფორმაცია ძალიან საინტერესოა. პრეზენტაცია მდიდარია
ახალი ლექსიკური ერთეულებით. დროის ლიმიტი დაცულია.
|
Situations
1. There is a guy in your class who is always mean to
you. He always bumps you when he walks by and he calls you names. He knocks
stuff out of your hands and makes you feel stupid. You don't think you can take
it anymore. What could you do?
2.
You borrowed your sister's skates one day without asking and they broke while you were using them. Your sister is very egoist and you know that she will start crying and shouting at you. What will you do?
You borrowed your sister's skates one day without asking and they broke while you were using them. Your sister is very egoist and you know that she will start crying and shouting at you. What will you do?
3.
The teacher is giving directions for
the next lesson test, but your friend sitting next to you keeps talking.
You can't hear the directions. You asked him to be quiet, but he still
keeps talking. What should you do?
4.
One of your friends began smoking
cigarette, He is afraid that his parents will guess it and he asked you to hide
some cigarettes. You couldn’t refuse and hid it in your bag. When you got home,
your Mom found it. What would you do? How would you solve the problem?
New Words
bullying ჩაგვრა
cheating ტყუილი
concentrate კონცენტრაცია
embarrassed დარცხვენილი
panic პანიკა
mood ხასიათი
tell lies ტყუილის თქმა
drugs ნარკოტიკი
smoking მოწევა
love სიყვარული
staying out late გვიანობამდე
გარეთ ყოფნა
friendship მეგობრობა
lonely მარტოსული
რეფლექსია
9 კლასში ჩავატარე გავკვეთილი ‘’თინეიჯერების პრობლემები’’. გაკვეთილის თემა იყო
აქტუალური ბავშების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარეც და
სახელმძღვანელოშიც ერთ-ერთი თავი სწორედ ამ საკითხს ეხებოდა.
გაკვეთილი იყო პრობლემაზე ორიენტირებული, რაც გათვლილია მაღალ სააზროვნო
უნარებზე და მოითხოვდა ბავშვებისგან ლოგიკურ აზროვნებას, არგუმენტირებული
მსჯელობის უნარს და სხვა თვისებების გამოვლენას. ბავშვებმა შეძლებისდაგვარად
გამოავლინეს თავიანთი ცოდნა. გამართეს დისკუსია, გამოიყენეს ახალი ლექსიკური
ერთეულები და გაუზიარეს თავიანთი აზრები ერთმანეთს. მათ შეძლეს ჯგუფური
მუშაობისას დავალებების სწორად შესრულება და სწორად გაიგეს ჩემ მიერ გაცემული
ინსტრუქციები. გამოყვეს პრობლემები და იპოვეს ამ პრობლემების მოგვარების გზები.
დააკავშირეს თინეიჯერულ ასაკთან შესაბამისი სიტყვები მათ ინგლისურ
განმარტებებთან, რითაც გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი და შემდგომ ეს სიტყვები
გამოიყენეს პრეზენტაციისთვის. სიტუაციების განხილვისას თუ რამე უცხო სიტყვა იყო,
მასწავლებლის დახმარებით შეძლეს შინაარსის გაგება და შემდეგ არგუმენტირებულად
ჩამოაყალიბეს პასუხები. მოსასმენ მასალას მოუსმინეს ყურადღებით და ტექსტის
თარგმნისას შეეცადნენ ზუსტად გადაეთარგმნათ ის. თუმცა იყო მცირე ხარვეზებიც და
ზოგიერთ მოსწავლეს გაუჭრდა გარკვეული წინადადების თარგმნა, მაგრამ მათ
თავიანთი სიტყვებით გადმოსცეს ტექსტის თარგმანი და ასე იპოვეს გამოსავალი ამ
სიტუაციიდან. გაკვეთილის განმავლობაში სამჯერ გავეცი უკუკავშირი გარკვეული
აქტივობების შემდეგ და შევეცადე პირველ რიგში აღმენიშნა ბავშვების დადებითი
მონაცემები და შემდეგ კი მივუთითე მათ მიერ დაშვებული ლექსიკურ შეცდომებზე ,
თუმცა საერთო ჯამში მათი აქტივობები მოვიწონე. განსაკუთრებით აქტიური იყო
გაკვეთილი დისკუსიისას, როდესაც ბავშვები განიხილავდნენ პრობლემური
სიტუაციებიდან გამოსავალ გზებს. შედარებით პასიური იყო ტექსტის თარგმნის
აქტოვობა, თუმცა მომავალში აუცილებლად გავთვალისწინებ, რომ ასეთ აქტივობაში
ბავშები მეტი ინტერესით ჩაერთონ და უფრო გაუადვილდეთ მისი შესრულება.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ, გაკვეთილის მიზანს, რომელიც
მოსწავლეებს დასაწყისშივე გავაცანი, მივაღწიეთ გაკვეთილი ბოლოს. ანუ
,მოსწავლეებმა შეძლეს არსებული ახალი მასალის ათვისება და მათი გამოყენება
სხვადასხვა სიტუაციებში, დისკუსიასა და პრეზენტაციებში. ეს გაკვეთილი ხელს
შეუწყობს შემდეგომშიც მოსწავლეების დამოუკიდებელ მუშაობას, ინფორმაციიდან
პრობლემის ამოღებას, არგუმენტირებულ ანალიზს.
ჩემი აზრით , კოლეგებისთვის ეს გაკვეთილი საინტერესო იყო თემის აქტუალობიდან
გამომდინარე. აქტივობები, რომელიც გაკვეთილზე გამოვიყენე ,შეუძლიათ მათაც
გამოსცადონ თავიანთ გაკვეთილებზე, რადგანაც ეს მეთოდი და აქტოვობები ეხმარება
ბავშებს ლოგიკური აზორვნების უნარის გამომუშავებაში, არგუმენტირებულ
მსჯელობაში და ა.შ.
ვფიქრობ, რომ მომდევნო გაკვეთილებისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ ყველა იმ
ძლიერ და სუსტ მხარეს, რაც ამ გაკვეთილში გამოვყავი და შევეცდები ნაკლები
ხარვეზები დავუშვა სამომავლოდ.
No comments:
Post a Comment