Project- Silly Laws









პროექტის სახელწოდება - ‘’სულელური კანონები’’.
პროექტის აღწერა 1-2 წინადადებით - მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ რისთვის არის კანონი საჭირო და როგორი ტიპის კანონები არსებობს მსოფლიოს სხვადასვხა ქვეყანაში. არის თუ არა ეს კანონები ისეთი, რომლის დარღვევაც შესაძლებელია .
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება - წიგნში არსებულმა თემამ , რომელიც  შეეხებოდა ამერიკაში არსებულ სახალისო და სულელურ კანონებს , მოსწავლეები განაწყო პროექტის გაკეთებისკენ. მათ გადაწვიტეს მოეძიებინათ მათ ირგვლივ არსებული კანონები , რადგანაც ისინი ყველგან გვხვდება და ძალიან აქტუალურია . ამიტომ მათ მოიძეს სხვადასხვა ქვეყნის კანონები .
პროექტის მიზანი- პროექტის მიზანია მოსწავლეებმა ისწვალონ კანონის დაცვა და მისი დარღვევის შემთხვევაში იცოდნენ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ საქციელს. იცოდნენ რომელი კანონის დარღვევა არ შეიძლება არცერთ სიტუაციაში და რომელი კანონებია უბრალოდ სახალისო და გამოუსადეგარი.
მონაწილეთა ასაკი - 14-15  წელი. 9 კლასის მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობა - 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები-  მოსწავლეები გაანალიზებენ რისთვის შეიქმნა კანონი და რისკენ მოუწოდებს ის ადამიანებს. ეცოდინებათ შესაძლებელია თუ არა რომელიმე კანონის დარღვევა  და პირიქით.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები -  ინტერნეტი, ენციკლოპედიები, კითხვარები სკოლასა და თემში.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) –
1.პრობლემის წამოჭრა -  რას გვასწავლიან კანონები. რისთვის შექმნეს ადამიანებმა კანონები და არსებობს თუ არა რამე რეგულაციები კანონის დარღვევის შემთხვევაში. რატომ მოგვწონს ადამიანებს კანონის დარღვევა და ა.შ.
2. კლასი იყოფა 2 ჯგუფად.
3. 1 ჯგუფი გამოკითხვას ატარებს სკოლაში 13 დან 17 წლამდე მოსწავლეებში (გამოკითხვა არის ანონიმური და დახურული კითხვებით (იხილეთ დანართი 1))
4. 2-ე ჯგუფი ინტერნეტში და ბეჭდურ წყაროებში მოიძებს ინფორმაციას სხვადასხვა სახალისო და სულელურ კანონებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
5. საბოლოოდ მოსწავლეები შეაგროვებენ მონაცემებს, გააკეთებენ კედლის გაზეთს და   მოამზადებენ პრეზენტაციას აუდიტორიის წინაშე.
საგნებთან./ საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი - მოსწავლეები გამომუშავებენ დამოუკიდებლად აზროვნების და მსჯელობა-ანალიზის უნარს. ძიების პროცესში ექნებათ შეხება როგორც, მათემატიკასთან (მაგ. მონაცემთა შეგროვება და პროცენტების გამოყვანა) , ასევე ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან. ამიტომ ეს პროექტი მათ დაეხმარება ერთდროულად რამდენიმე საგნის ცოდნა გამოიყენონ და  დააკავშირონ ერთმანეთთან . ასევე პროექტი მათ დაეხმარება სამეტყველო ფუნქციების გაუმჯობესებაში და ინფორმაციების გაცვლაში, რაც თავის მხრივ მსოწავლეებში თანამშრომლობით ურთიერთობებს გაზრდის. წარმოდგენილ პროექტს მოსწავლეები გაუზიარებენ პარალელურ კლასელებს და შემდეგ ისინიც წარმოადგენენ თავიანთ პროექტს , საბოლოოდ კი ორივე კლასი შეაფასებს ერთმანეთის ნამუშევრებს და იმსჯელებენ მათ მიერ წარმოდგენილ თემებზე.
პროექტის ხელმძღვანელი - თამარ ცანავა.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა - takotsanava@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი - takotsanava.blogpost.com

 შეფასების რუბრიკები



პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1


დისკუსიის შეფასების რუბრიკა

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
მსჯელობს არგუმენტირებულად
2
აკეთებს დასკვნებს
2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2




ინფორმაციის მოძიების შეფასების რუბრიკა

მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს/თემას
3
გამოყენებულია მრავალფეროვანი საიფორმაციო წყარო/საშუალება
3
მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია
4



No comments:

Post a Comment