სამოდელო (პრობლემაზე ორიენტირებული) გაკვეთილი ინგლისურ ენაში
გაკვეთილის
ჩატარების თარიღი: 24.10.2018
გაკვეთილის თემა
|
სხვადასხვა ტიპის სკოლები.
დროის თანდებულები
|
სამიზნე ჯგუფი
|
საბაზო, VII კლასი, 27 მოსწავლე
|
სსსმ მოსწავლე
|
|
მასწავლებლის სახელი, გვარი
|
თამარ ცანავა
|
მიზნები და ამოცანები
|
მოსწავლეები გაეცნობიან ფაქტობრივი ინფორმაციის შემცველ უცხო
ტექსტს,
გამოკვეთავენ პრობლემას, გაცვლიან აზრებს და არგუმენტირებულად იმსჯელებენ პრობლემის გადაწყვეტის
ალტერნატიული გზების შესახებ.
ტექსტიდან ამოწერენ ადგილის თანდებულებს და
გაიგებენ თუ როდის უნდა გამოიყენონ ისინი წერისას და საუბრისას. შეძლებენ
დიალოგის აგებას ნასწავლი თანდებულების და ლექსიკური სიტყვების გამოყენებით. გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეები ფლობენ სკოლასთან, საგნებთან და მსგავს თემებთან დაკავშირებულ
სიტყვათა მარაგს. აგრეთვე იციან თანდებულების მნიშვნელობა და მათი ზოგადი
განმარტებები. შეუძლიათ მასწავლებლის ინსტრუქციების გაგება, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციაში
მონაწილეობა, დისკუსიაში ჩაბმა და ა.შ.
|
ხანგრძლივობა
|
45 წუთი
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
მიმართულება -მოსმენა
მოსმენა უცხ.ს.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა
და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.უცხ.ს.II.2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ
თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის/ მონოლოგის) მოსმენა და გაგება.უცხ.ს.II.3.
მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო აუდიოჩანაწერების მოსმენა და გაგება.
მიმართულება - კითხვა
კითხვა უცხ.ს.II.7. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის
უნარს.უცხ.ს.II.9. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მარტივი კორესპონდენცია
(სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათი, პირადი
წერილი).
მიმართულება - წერა
წერა
უცხ.ს.II.16. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს სხვადასხვა შინაარსის
ღია ბარათი. უცხ.ს.II.19. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის მიხედვით შეადგინოს ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციული
ხასიათის ტექსტები (მაგ., საქმიანი განცხადება,
ინტერვიუ, ტელეპროგრამა).
მიმართულება - ლაპარაკი
ლაპარაკი-უცხ.ს.II.22.
მოსწავლე ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში
მონაწილეობა.
მიმართულება - კულტურათა
დიალოგი
კულტურათა
დიალოგი უცხ.ს.II.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან.უცხ.ს.I.29.
მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი ქვეყნის
კულტურისა და სოციოკულტურის თავისებურებების მიმართ.
მიმართულება - უცხოური
ენის პრაქტიკული გამოყენება
უცხ.ს.II.30.
მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა;
სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე
განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).
მიმართულება: სწავლის
სწავლა
სწავლის
სწავლა უცხ.ს.II.31. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი
დავალების მოთხოვნები. უცხ.ს.II.33. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო
საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. უცხ.ს.II.35. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს
სტრატეგიები გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.
|
მეთოდები და აქტივობები
|
·
ვარაუდების
გამოთქმა.
·
პაუზებით
მოსმენა
·
პრობლემური,(პრობლემებზე
ორიენტირებული სწავლება)
·
სოკრატული
მეთოდი (კითხვა -პასუხით ცოდნის აგება), ანალიზის მეთოდი, სინთეზის მეთოდი.
|
საჭირო რესურსები
|
ტექსტი-სახლმძღვანელო
საწერ-კალმები
ფორმატის ფურცლები
ფლომასტერები,
მოსასმენი აპარატურა.
|
გაკვეთილის მსვლელობა (სამფაზიანი მოდელით):
კლასის
ორგანიზების ფორმები: ინდივიდუალური/საერთო საკლასო/წყვილებში
|
I ფაზა -
გამოწვევა (მოლოდინების განსაზღვრა)
აქტივობა-1 თუ
მიხვდებით?! (If you guess) (2-3წთ)
მიზანი: მოტივაციისა და
წინარე ცოდნის გააქტიურება
მოსწავლეებს
ვაჩვენებ სხვადასხვა ტიპის შენობების სურათებს და მათ უნდა გამოიცნონ რა
კავშირია ამ სურათებს შორის. ყველა მათგანს ვაკრავ დაფაზე და საბოლოოდ მიმყავს
მოსწავლეები სწორ პასუხამდე , რომ ყველა არსებული შენობა არის სკოლა. და
ვეკითხები მიხვდნენ თუ არა რომ დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება სკოლის
ტიპები.
II ფაზა -შინაარსის რეალიზება
აქტივობა-2 ტექსტის გააზრება (კითხვა-მოსმენა-თარგმნა)
(5-7 წთ)
მიზანი: კითხვის
და მოსმენის უნარების განვითარება
მას შემდეგ რაც ბავშვები გამოიცნობენ გაკვეთილის
თემას, მივუთითებ გადაშალონ წიგნები. აქ ვიყენებ პაუზებით მოსმენის მეთოდს.
ვასმენინებ თემასთან დაკავშირებულ ტექსტს -
დროდადრო ვაჩერებ. პაუზებს შორის ჩხირების საშუალებით (ვისი სახელიც
ამოვა) ვათარგმნინებ მონაკვეთებს და ა.შ. აქტივობის ბოლოს ვაძლევ განმავითარებელ
უკუკავშირს.
აქტივობა
-3 (8-10წთ) სიტუაციის ანალიზი
მიზანი: ტექსტში პრობლემის
გამოკვეთა, არგუმენტირებული მსჯელობა პრობლემის გადაჭრის გზებზე
სოციალური უნარების განვითარება
მოსწავლეებს ვუსმევ შეკითხვებს ტექსტის შესახებ
და ვთხოვ გამართონ დისკუსია მოცემული
ტექსტიდან გამომდინარე და გამოკვეთონ ტექსტში მოცემული სკოლის დადებითი და
უარყოფითი მხარეები. აგრეთვე იმსჯელონ თუ როგორი ტიპის სკოლაა მათთვის ყველაზე
მისაღები და რატომ. გაავლონ
პარალელები თავის სკოლასთან და შეადარონ, თუ რომელი სკოლის ტიპს გავს მათი
სკოლა. რას შეცვლიდნენ თავიანთ სკოლაში და რა ძლიერ მხარეს გამოყოფდნენ ისეთს,
როგორიც მათ სკოლას განასხვავებს ზემოთ განხილული სკოლებისგან.
აქტივობის ბოლოს
ჯგუფებს ვაძლევ განმავითარებელ
უკუკავშრს.
აქტივობა -4 - ტექსტში
თანდებულების მოძებნა (8-10წთ)
მიზანი: გრამატიკული
ერთეულების შეცნობა, დროის თანდებულების გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში.
მოსწავლეებს ვთხოვ 2 წუთის განმავლობაში ამოწერონ
თანდებულები, რომლებსაც მე დაფაზე გავაკრავ. როდესაც ისინი მოძებნიან ამ
თანდებულებს, ვთხოვ გამოვიდნენ დაფასთან და დამიწერონ რამდენიმე წინადადება
თანდებულების გამოყენებით.
III ფაზა - გამთლიანება (რეფლექსია)
აქტივობა 5- დიალოგების
შედგენა (8-10წთ)
მიზანი : ზეპირი
მეტყველების უნარის განვითარება
მოსწავლეებს ვთხოვ წყვილებში შეადგინონ მარტივი
დიალოგი, სადაც გამოიყენებენ თანდებულებს და სკოლასთან/სწავლასთან დაკავშირებულ
სიტყვებს. ამ აქტივობისას მოსწავლეები გამოიყენებენ წინარე ცოდნას და
ლექსიკურ-გრამატიკულ ერთეულებს.
დიალოგების შემდეგ ვაძლევ უკუკავშირს და საშინაო
დავალებას.
ს/დ : წიგნის
რვეულიდან შეასრულონ მოცემული გაკვეთილის შესაბამისი სავარჯიშოები.
|
შეფასება
|
აქტივობა- 6 -შეფასება (3-5 წთ)
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს
გავაცნობ საბოლოო შეფასებას, რაც მათ დაიმსახურეს აქტივობების დროს მირებული
განმავითარებელი შეფასებით და დამატებით განმსაზღვრელი შეფასებითაც,რომელთა
რუბრიკები მათ გაკვეთილის დაწყებამდე თვალსაჩინოების სახით გამოკრული ქონდათ
საკლასო თახში.
შეფასების რუბრიკები დანართის
სახით არის წარმოდგენილი.
|
დანართი: შეფასების რუბრიკები
შეფასების კრიტერიუმები
|
1-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
|
მოსწავლე პასიურია, გონებაგაფანტულია, ვერ ახერხებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას.
|
გაკვეთილში ნაწილობრივ ჩართულია, უჭირს ყურადღების კონცენტრირება და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება
|
გაკვეთილზე აქტიურია, მაგრამ ვერ ახერხებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას
|
გაკვეთილზე აქტიურია, მობილიზებული,კარგად ახერხებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას
|
წყვილებში მუშაობა
|
მოსწვალე პასიურია
და არ ცდილობს მის მეწყვილესთან კომუნიკაციას . ვერ ავლენს საკუთარი თავის რეალიზებას.
|
მოსწვალე
მეტ-ნაკლებად კონტაქტობს მის მეწყვილესთან ასევე ცდილობს საკუტარი თავის
წარმოჩენას.
|
მოსწავლე აქტიურია
თუმცა უჭირს ყურადღების კონცენტრაცია და მეწყვილესთან მუშაობა.
|
მოსწავლე აქტიურად
არის ჩართული მეწყვილესთან მუშაობაში. ცდილობს საკუთარი აზრის დაფიქსირებას.
უსმენს მეწვილეს აზრს და არის მობილიზებული.იყენებს ახალ ლექსიკურ მასალას დიალოგისას.
|
რეფლექსია
2018 წლის 24 ოქტომბერს, მე-7დ
კლასში ჩავატარე სამოდელო (პრობლემაზე ორიენტირებული) გაკვეთილი თემაზე ‘’სხვადასხვა
ტიპის სკოლები’’. გაკვეთილის თემა იყო აქტუალური, რადგან მოსწავლეებს ყოველთვის აინტერესებთ,
თუ როგორ სწავლობენ მათი თანატოლები სხვადასხვა ქვეყანაში და როგორი სასწავლო გარემო
აქვთ მათ. რადგან სახელმძღვანელოშიც ერთ-ერთი თავი სწორედ ამ საკითხს ეხებოდა, გადავწყვიტე,
რომ გაკვეთილი ამ თემის გარშემო ამეგო.
გავეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს
შეძლებოდათ პრობლემის გამოკვეთა, მის გარშემო მსჯელობა და მისი გადაჭრის გზების ძიება.
გაკვეთილი იყო პრობლემაზე ორიენტირებული, რაც გათვლილია მაღალ სააზროვნო
უნარებზე და მოითხოვდა ბავშვებისგან ლოგიკურ აზროვნებას, არგუმენტირებული მსჯელობის
უნარის და კითხვაზე ადეკვატურად, გამართულად პასუხის გაცემის უნარის გამოვლენას. ბავშვებმა
შეძლებისდაგვარად აჩვენეს თავიანთი ცოდნა. გამართეს დისკუსია, გამოიყენეს ახალი ლექსიკური და გრამატიკული ერთეულები და გაუზიარეს თავიანთი
აზრები ერთმანეთს. მათ შეძლეს წყვილებში მუშაობისას
ინსტრუქციების სწორად გაგება და მათი შესრულება.
გაკვეთილის დასაწყისშივე
შევახსენე ბავშვებს შეფასების კრიტერიუმები, რომელიც დაფაზე აქვთ გამოკრული, შემდეგ
კი გამოწვევის მეთოდით მივიყვანე ისინი საგაკვეთილო თემამდე. ვაჩვენე სხვადასხვა ქვეყნების
სკოლების სურათები და მათი განათლების სისტემის სქემა. მათ შორის ქართული განათლების
სისტემის სქემაც გამოვაკარი დაფაზე. ბავშვებმა გააკეთეს შედარება თუ რომელი ქვეყნის
განათლების სისტემა და სწავლების ან სკოლის
ტიპი იყო მათთვის მისაღები და რატომ. იმსჯელეს თუ რატომ მოსწონდათ ან არ მოსწოდნათ,
მაგალითად აფრიკული სკოლის ტიპი და რატომ ერჩივნათ თუნდაც ქართული სწავლების სისტემა.
შემდეგ კი პაუზებით მოსმენის და ჩხირების მეთოდით წავაკითხე ტექსტი, რომელიც ინდოეთის
ერთ-ერთ სკოლას შეეხებოდა. ბავშვებმა შეძლებისდაგვარად, ჩემი დახმარებით თარგმნეს ტექსტი და გამოკვეთეს ის
პრობლემა, რომელიც ამ სკოლაში იყო. ანუ, რეალურად
ინდოეთის ამ სკოლაში ბავშვებს არ ჰქონდათ საკლასო
ოთახები და კომფორტული გარემო, არც სახელმძღვანელოების და მასწავლებლების მრავალფეროვნებით
გამოირჩეოდნენ. მათ გამოკვეთეს ასეთი სკოლის დადებითი და უარყოფითი მხარეები და დისკუსიაში
ჩაერთნენ, სადაც ზოგიერთმა მათგანმა გარკვევით დააფიქსირა თავისი აზრი, რომ არ სურდა
ასეთ სკოლაში სწავლა, რადგან პრობლემად მიიჩნიეს თინეიჯერების მასწავლებლად ყოფნაც
და იმსჯელეს რა პრობლემებს შეიძლება წააწყდნენ მოსწავლეები ასეთი პედაგოგების შემთხვევაში.
თუმცა ზოგმა კი სკოლის მეგობრული გარემო და
ახალგაზრდა მასწავლებლები ასეთი სკოლის დადებით მხარედ მიიჩნია. აგრეთვე მათ იმსჯელეს
იმაზეც, რომ ასეთ სკოლებს აფინანსებდნენ შეძლებული ადამიანები და ეს პრობლემის მოგვარების
ერთ-ერთი კარგი ხერხი იყო. მიუხედავად იმისა,
რომ იყო ხარვეზები ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზების მოძიებისა, მოსწავლეებმა
მაინც შეძლეს თავის გართმევა და შესაბამისად ჩემგან მიიღეს დადებითი უკუკავშირი ამ
აქტივობის დასასრულს. მე მომეწონა მათი მსჯელობის უნარი და სიტყვების მარაგის გამოყენება
და აგრეთვე ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომებს უშვებენ საუბრისას, ისინი მაინც
კომპლექსის გარეშე ცდილობენ ინგლისურად საუბარს, რასაც ხშირად მოვუწოდებ და შედეგითაც
კაყოფილი ვარ.
შემდეგი აქტივობა
გრამატიკულ საკითხს შეეხებოდა, სადაც დროის წინდებულებს შევეხეთ და დაფაზე გამოვაკარი
რამდენიმე მათგანი. შემდეგ კი ვთხოვე მოსწავლეებს მოეძებნათ ისინი განხილულ ტექსტში. ამისთვის მათ 2 წუთი განვუსაზღვრე და პარალელურად
მუშაობისას შევახსენე, თუ რამდენი დრო ქონდათ
დარჩენილი დავალების დასრულებამდე. როდესაც დრო ამოიწურა რამდენიმე მოსწავლემ
დაფაზე დაწერა ის წინადადება, სადაც მათ დროის წინდებულები იპოვეს. თუმცა ერთი მოსწავლის
დაწერილ წინადადებაში არა დროის, არამედ ადგილის წინდებული აღმოჩნდა, რაც სხვა ბავშვების
დახმარებით შეასწორა და მიხვდა კიდეც განსხვავებას ამ ორი ტიპის წინდებულს შორის. ანუ
ამ შემთხვევაშიც, ეს პრობლემა, რომ მოსწვალეებს ხშირად ეშლებათ დროის და ადგილის წინდებულები,
გადავჭერით და რამდენჯერმე გავიმეორეთ, თუ რა განსხვავება იყო მათ შორის. კითხვითი
სიტყვები, რომლის მიხედვითაც ვასხვავებთ ამ ორი ტიპის წინდებულებს, დაფაზე დავუწერე მოსწავლეებს, უკეთ დასამახსოვრებლად. ამ დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეებს მივეცი
უკუკავშირი და მივუთითე მათ მიერ შესრულებული დავალების დადებით და უარყოფით მხარეზე.
მოვუწოდე რომ შემდგომი დავალებისთვის უფრო გულმოდგინედ ემუშავათ. შემდეგ კი ვთხოვე მათ წყვილებში შეედგინათ დიალოგები
მოცემული წინდებულების გამოყენებით. ზოგიერთ მათგანს ცოტა გაუჭრდა დიალოგში მუშაობა,
თუმცა კლასელების დახმარებით ამ დავალებას მათ თავი კარგად გაართვეს. ზოგიერთმა მათგანმა
კი ძალიან კარგი დიალოგი შეადგინა. ამ აქტივობის შემდეგაც შევაფასე ისინი და მივეცი
დადებითი უკუკავშირი, რომ მომეწონა მათი შემართება და ახალი მასალის სწორად გამოყენება
მოცემულ დიალოგებში.
საბოლოოდ , გაკვეთილის
ბოლოს ჩავანიშინე საშინაო დავალება, რომელიც იყო
ახალი მასალის შესაბამისი სავარჯიშოები სამუშაო რვეულიდან. შემდეგ კი ვთხოვე
მოსწავლეებს გამოეკვეთათ დღევანდელი გაკვეთილიდან რა იყო მათთვის ყველაზე საინტერესო,
რა ვერ გაიგეს მათ და რა მოეჩვენათ ყველაზე რთულად. ბავშვებმა უმეტესად სკოლის ტიპები
მოიწონეს და ცოტა რთულად მოეჩვენათ დროის წინდებულების გამოყენება, თუმცა ამ საკითხს
მათთან ერთად კიდევ არაერთხელ მივუბრუნდები, ამიტომ ვთვლი, რომ ამ გაკვეთილის მიზანი,
რომელიც დასაწყისში დავისახეთ, ბოლოს დიდწილად მიღწეული იყო.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ, გაკვეთილის
მიზანს, რომელიც მოსწავლეებს დასაწყისშივე გავაცანი, მივაღწიეთ გაკვეთილი ბოლოს. მოსწავლეებმა შეძლეს არსებული ახალი მასალის ათვისება
და მათი გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში, დისკუსიაში და ა.შ. ეს გაკვეთილი ხელს შეუწყობს შემდეგომშიც მოსწავლეების დამოუკიდებელ მუშაობას,
ინფორმაციიდან პრობლემის ამოღებას, არგუმენტირებულ ანალიზს და პრობლემის გადაწყვეტის
გზების შესახებ მსჯელობას და აზრთა გაცვლა-გამოცვლას.
ჩემი აზრით, კოლეგებისთვის ეს გაკვეთილი საინტერესო იყო თემის აქტუალობიდან
გამომდინარე. რადგანაც დღესდღეობით ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სასწავლო დაწესებულებებს
და ყველა ქვეყანა ცდილობს მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგს განათლების სფეროში. მათთვის
საიტერესო უნდა ყოფილიყო განსხვავებული სკოლების
ტიპები და განათლების სისტემები, რაც ამ გაკვეთილზე წარმოვადგინეთ. აქტივობები, რაც
გაკვეთილზე გამოვიყენე (მაგ. პაუზებით კითხვის მეთოდი) , შეუძლიათ მათაც გამოსცადონ
თავიანთ გაკვეთილებზე, რადგანაც ეს მეთოდი და აქტოვობები ეხმარება ბავშებს ლოგიკური
აზორვნების უნარის გამომუშავებაში, არგუმენტირებულ მსჯელობაში და ა.შ.
ვფიქრობ, რომ მომდევნო
გაკვეთილებისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ ყველა იმ ხარვეზს და დადებით მხარეს,
რაც ამ გაკვეთილში გამოვყავი და შევეცდები
ნაკლები შეცდომა დავუშვა სამომავლოდ.
No comments:
Post a Comment