გაკვეთილის თემა
|
Culture. Food around the World
|
|
2. სწავლების საფეხური და კლასი
|
VII კლასი
|
|
3. მასწავლების სახელი, გვარი
|
თამარ ცანავა
|
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
28 მოსწავლე
|
|
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
ასეთი მოსწავლე კლასში არ არის
|
|
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
მოსწავლე ლექსიკონის დახმარებით იგებს ფაქტობრივ ინფორმაციის შემცველ ტექსტს,ინგლისურ ენაზე აღწერს მოცემულ მასალას, ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებთ აგროვებს ინფორმაციას და ამზადებს პრეზენტანციას. მოსწავლემ უნდა შეძლოს კომპიუტერთან მუშაობა, მასალის მოძიება, დახარისხება, შედარება, პრეზენტაცია.
შეაფასონ საკუთარი და სხვისი მუშაობა. |
|
7. წინასწარი ცოდნა
|
საშუალო სირთულის
ინგლისური ტექსტის კითხვა და შინაარსის გაგება.მოსმენილი თხრობითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტის გაგება.შინაარსის გასაგებად
სათანადო სტრატეგიების გამოყენება.
უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობის დამოუკიდებლად ამოცნობა ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით.იცავen სიტყვათა რიგს მტკიცებითი, უარყოფითი და კითხვითი შინაარსის
შემცველ მარტივ გაუვრცობელ თუ გავრცობილ წინადადებებში;
იცავen ორთოგრაფიის წესებს, სწორად იყენებen სასვენ
ნიშნებს.
|
|
8. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
მიმართულება -მოსმენა
მოსმენა უცხ.ს.II.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის
მითითებებისა და სავარჯიშოს ინსტრუქციების მოსმენა და გაგება.უცხ.ს.II.2. მოსწავლეს
შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის/
მონოლოგის) მოსმენა და გაგება.უცხ.ს.II.3. მოსწავლეს შეუძლია საინფორმაციო აუდიოჩანაწერების
მოსმენა და გაგება.უცხ.ს.II 4. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
გაკეთებული განცხადებების მოსმენა და გაგება.
მიმართულება - კითხვა
კითხვა უცხ.ს.II.7. მოსწავლე ფლობს ხმამაღალი კითხვის უნარს.უცხ.ს.II.8. მოსწავლეს
შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს საჯარო წარწერები (მაგ., გამაფრთხილებელი წარწერა, ინფორმაცია ყიდვა-დაქირავების შესახებ,
მემორიალური დაფა, სხვადასხვა ტიპის აბრა და სხვა).უცხ.ს.II.9. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მარტივი
კორესპონდენცია (სხვადასხვა ხასიათის
ღია ბარათი, პირადი წერილი).
მიმართულება - წერა
წერა უცხ.ს.II.16. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის
მიხედვით შეადგინოს სხვადასხვა შინაარსის ღია ბარათი. უცხ.ს.II.17. მოსწავლეს შეუძლია მისწეროს წერილი თანატოლს, ახლობელს (ხელნაწერი ან ელექტრონული ვერსია).უცხ.ს.II.18. მოსწავლეს შეუძლია შექმნას
სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ბუკლეტი,
აფიშა).უცხ.ს.II.19. მოსწავლეს შეუძლია ნიმუშის
მიხედვით შეადგინოს ყოველდღიურ ცხოვრებასთან
დაკავშირებული ინფორმაციული ხასიათის ტექსტები
(მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა).
მიმართულება - ლაპარაკი
ლაპარაკი-უცხ.ს.II.22. მოსწავლე ფლობს ფონოლოგიურ უნარ-ჩვევებს.უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა. უცხ.ს.II.24. მოსწავლეს
შეუძლია თავი გაართვას სატელეფონო საუბარს.უცხ.ს.II.25. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად
ლაპარაკი.
მიმართულება - კულტურათა დიალოგი
კულტურათა დიალოგი უცხ.ს.II.28. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის
სფეროდან.უცხ.ს.I.29. მოსწავლე
იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი ქვეყნის კულტურისა
და სოციოკულტურის თავისებურებების მიმართ.
მიმართულება - უცხოური ენის პრაქტიკული
გამოყენება
უცხოური ენის პრაქტიკული
გამოყენება უცხ.ს.II.30.
მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული
ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე
ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს
და სხვა).
მიმართულება: სწავლის სწავლა
სწავლის სწავლა უცხ.ს.II.31. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების
მოთხოვნები. უცხ.ს.II.32. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად. უცხ.ს.II.33. მოსწავლეს
შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.უცხ.ს.II.34. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად
და გასამდიდრებლად.უცხ.ს.II.35. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიები გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.უცხ.ს.II.36. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა
შედეგების გაუმჯობესების მიზნით
|
|
9. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო) |
გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთი
აქტივობა-1
დრო: 2 წუთი მონაწილეობს მთელი კლასი.ხდება
კლასის ორგანიზება. აქტივობა-2
დრო: 20 წუთი. ინგლისური ენის მასწავლებელი სვამს კითხვას საგაკვეთილო თემის
ირგვლივ. აქტივობა - გონებრივი იერიში - ბავშვები ინდივიდუალურად პასუხობენ ინგლისურ ენაზე. აკეთებენნ ტექსტის შესახებ სავარჯიშოებს და წარმოადგენენ პრეზენტაციას უცხოურ და
ქართულ კერძებზე.
აქტივობა -3.
დრო 20 წუთი: ბავშვები დაყოფილები არიამ
ჯგუფებად. ირჩევენ ქვეყანას ,მისთვის დამახასიათებელ ერთეულებს, როგორიცაა კულტურა, ხალხი. კარგი და ცუდი
მხარეები და წარმოადგენენ მათ მიერ არჩეულ ქვეყანას.
აქტივობა – 4.
დრო 2 წუთი : მასწავლებელი აფასებს მათ მუშაობას და ძლევს საშინაო დავალებას.
აქტივობა – 5.
დრო 1 წუთი– მასწავლებელი აფასებს მსოწავლეებს.
|
|
10. შეფასება
|
მიზნებიდან გამომდინარე მასწავლებელი აფასებს შემდეგი კომუნიკაციის მიხედვით -
დაკვირვება/საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
1-3 ქულა: მოსწავლე პასიურია, გონებაგაფანტულია
4-5 ქულა: გაკვეთილში ნაწილობრივ ჩართულია, უჭირს ყურადღების კონცენტრირება და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება
6 - 7 ქულა: გაკვეთილზე აქტიურია, მაგრამ ვერ ახერხებს საკუთარი ახრის ჩამოყალიბებას 8 - 10 ქულა: გაკვეთილზე აქტიურია, მობილიზებული,კარგად ახერხებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას
პრეზენტაციის ეფექტურობა (მოძიებული
ინფორმაციის კარგად გადმოცემა და კლასში შესრულებული დავალებების ეფექტურობა)
1- 4 ქულა: დაბნეულია, გაუგებრად საუბრობს,მოძიებული ინფორმაცია მწირია 5 - 6 ქულა: ხშირად ჩერდება, იმეორებს ერთსა და იმავეს,მოძიებული ინფორმაცია არ შეიცავს პრობლემის გადაჭრის გზებს,იყენებს ახალ ტექნოლოგიებს 7 - 8 ქულა: თხრობა არათანამიმდევრულია, მოძიებული ინფორმაცია კარგია,მსჯელობს პრობლემის გადაჭრის გზებზე,იყენებს ახალ ტექნოლოგიებს 9 - 10 ქულა:გამართულად და გასაგებად მეტყველებს,მოძიებული ინფორმაცია ძალიან საინტერესოა,იყენებს ახალ ტექნოლოგიებს
ჯგუფური მუშაობა
1 - 4 ქულა-პასიურია, არ
არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში.: 5 – 7-შიგადაშიგ აქტიურობს და
გამოთქვამს რარაც მოსაზრებებს. ქულა: 8 - 10 - აქტიურობს ჯგუფის
მუშაობისას და ჩაბმულია პროცესში .
|
|
11. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები |
კომპიუტერი, პროექტორი, , სურათები, მარკერები, კალამი,ცარცი, დაფა.
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment