პროექტი







პროექტის სახელწოდება - ‘’ჯანსაღი კვება სწრაფი კვების წინააღმდეგ’’.
პროექტის აღწერა 1-2 წინადადებით - მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ჯანსაღ კვებას და სწრაფ კვებას.
პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალობის დასაბუთება - კლასში ჩატრებულმა ღია გაკვეთილმა , რომლიც ეძღვნებოდა სხვადასხვა ტიპის ტრადიციულ და უცხოურ კერძებს, შთააგონა მოსწავლეებს და მასწავლებელს, რომ გაეკეთებინათ პროექტი საკვებზე. მოსწავლეებს უნდა განესაზღვრათ როგორი ტიპის საკვებია უკეთესი მათი  ჯანმრთელობისთვის და რა საფრთხეს შეიცავს სწრაფი კვება, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობას ასე ძალიან იზიდავს .
პროექტის მიზანი- პროექტის მიზანია ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია მოზარდებში, მათი უკეთესი მომავლისთვის.
მონაწილეთა ასაკი - 12-13 წელი. 7 კლასის მოსწავლეები.
ვადები/ხანგრძლივობა - 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები-  მოსწავლეები მიხვდეიან რა სარგებელი აქვს ჯანსაღ კვებას მათი მომავალი ცხოვრებისთვის და როგორ შეიძლება აირიდონ თავიდან ბევრი პრობლემა თუ უარს იტყვიან სწრაფი კვების ობიექტებზე.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები -  ინტერნეტი, ენციკლოპედიები, კითხვარები სკოლასა და თემში.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) –
1.პრობლემის წამოჭრა -  ჯანსაღი კვება სწრაფი კვების წინააღმდეგ. რატომ არის მნიშნელოვანი მოზარდმა და არა მარტო, იკვებოს ჯანსაღი საკვებით , როგორიცაა ხილი, ბოსტნეული და ა.შ. რას იწვევს ისეთი საკვები როგორიცაა ჩიფსები, ბურგერები, შაურმა და ა.შ.
2. კლასი იყოფა 3 ჯგუფად.
3. 1 ჯგუფი გამოკითხვას ატარებს სკოლაში და მოსახლეობაში.
4. 2-ე ჯგუფი გამოკითხვას აკეთებს კლასში.
5. 3-ე ჯგუფი ინტერნეტში და ბეჭდურ წყაროებში მოიძებს ინფორმაციას ჯანსაღ და სწრაფ კვებაზე.
6. საბოლოოდ მოსწავლეები შეაგროვებენ მონაცემებს, დაწერენ ესეს და  ანალიზს, მოამზადებენ პრეზენტაციას აუდიტორიის წინაშე.
საგნებთან./ საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი - მოსწავლეები გამომუშავებენ დამოუკიდებლად აზროვნების და მსჯელობა-ანალიზის უნარს. ძიების პროცესში ექნებათ შეხება როგორც ბუნებასთან, ლიტერატურასთან , ქიმიასთან , ასევე ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან. ამიტომ ეს პროექტი მათ დაეხმარება ერთდროულად რამდენიმე საგნის ცოდნა გამოიყენონ და  დააკავშირონ ერთმანეთთან . ასევე პროექტი მათ დაეხმარება სამეტყველო ფუნქციების გაუმჯობესებაში და ინფორმაციების გაცვლაში, რაც თავის მხრივ მსოწავლეებში თანამშრომლობით ურთიერთობებს გაზრდის.
პროექტის ხელმძღვანელი - თამარ ცანავა.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა - takotsanava@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი - takotsanava.blogpost.com







No comments:

Post a Comment