ქ.თბილისის 178-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის
თამარ ცანავას
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
ზეპირმეტყველების უნარის განვითარება უცხო ენის სწავლების პროცესში
სამიზნე
(საკვლევი) ჯგუფი: მე-7გ კლასი - 20 მოსწავლე
2019 წ.
სარჩევი
Ø
შესავალი
Ø
პრობლემის აქტუალობის
დასაბუთება/პრობლემის გამომწვევის მიზეზები
Ø
ლიტერატურის მიმოხილვა
Ø
კვლევის მიზნები და ამოცანები/საკვლევი
კითხვების ფორმულირება
Ø
კვლევის მეთოდების განხილვა/კვლევის
დაგეგმვა
Ø
ინტერვენციის დაგეგმვა/განხორციელება
Ø
ინტერვენციების შედეგების
ანალიზი
Ø
პროექტის ვადები/მიგნებები
Ø
დასკვნა/რეკომენდაციები
Ø
ბიბლიოგრაფია
Ø
დანართი
შესავალი
ნაშრომში განხილულია თბილისის
178-ე საჯარო სკოლის მე- 7გ კლასში ზეპირმეტყველების უნარების გაუმჯობესების საკითხები. აგრეთვე განხილულია ის პრობლემები, თუ რამ გამოიწვია ამ კვლევის ჩატარება,
რატომ არის აქტუალური დღესდღეობთ უცხო ენაზე თავისუფლად საუბარი და როგორ შეიძლება
მოსწავლეებს ავუმაღლოთ მოტივაცია , რომ მათ შეძლონ კომპლექსის გარეშე ისაუბრონ ინგლისურ
და სხვა ნებისმიერ უცხო ენაზე.
ზეპირმეტყველების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია უცხო
ენის სწავლების პროცესში, ვინაიდან ის კომუნიკაციის ძირითადი წყაროა. სწავლების დროს შეიძლება ხშირად აღმოვჩნდეთ გამოუვალ
სიტუაციაში ,განსაკუთრებით ზეპირმეტყველების მიმართულებით,მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა,მოსწავლეები
მაინც ვერ ახერხებენ ნასწავლი მასალის სწორად გადმოცემას ინგლისურ ენაზე. ზეპირმეტყველებას ისეთივე წვრთნა
და
განვითარება
უნდა,
როგორც
ნებისმიერ
სხვა
კომუნიკაციურ
უნარს. ამ უნარის განვითარება ამავდროულად პრობლემურიცაა, რადგან, შესაბამისი აქტივობების
დაგეგვმის გარდა , გასათვალისწინებელია მოსწავლეების სოციალური უნარებიც, როგორიცაა
მოტივაცია, თვითშეფასება, თავდაჯერებულობა ა.შ. მე თვითონაც , როდესაც მოსწავლე ვიყავი,
უცხო ენის შესწავლისას ხშირად მქონია შეხება ამ პრობლემასთან , რადგან სულ ვცდილობდი მაქსიმალურად აქცენტის გარეშე და უშეცდომოდ მესაუბრა და ამის გამო ხშირად მიწევდა საკუთარ თავზე
მუშობა, ვარჯიში. როდესაც უცხო ენის პედაგოგი გავხდი და სკოლაში დავიწყე მუშაობა, პირველი, რაც მიზნად
დავისახე, ეს იყო ბავშვებისთვის საუბრის კომპლექსი მომეხსნა და მას შემდეგ, მე-8 წელია
ვცდილობ მათ ამ უნარის განვითარებაში დავეხმარო. მე თვითონაც, მუდამ ვმუშაობ საკუთარი
ცოდნის გაღრმავებაზე და ხშირად გავდივარ ონლაინ კურსებს ცოდნის გასაღრმავებლად. ერთ-ერთი
ასეთი კურსი გავიარე 2016 წლის ივნისში ორეგონის უივერსიტეტის დისტანციური სწავლების 4-
კვირიანი სწავლების ფარგლებში, სადაც წარმოდგენილი
იყო ინგლისური ენის სწვალების სხვადასხვა მეთოდი , მათ შორის საკლასო მენეჯმენტი, ჯგუფური
მუშაობის უნარების გაღრმავება მოსწვალეებში, პროექტებით სწავლება და ზეპირმეტყველებისთვის
საჭირო უნარების განვითარება. აგრეთვე ხშირად
ვესწრებოდი განათლების სამინისტროს და მასწავლებელთა სახლის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს.
2017-18 წლებში გავიარე STEM-ის ტრენინგები,
რომელმაც პროფესიულ მოდულში ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. აგრეთვე ვიყავი ე.წ.
‘’შვიდკაცას’’ წევრი, სადაც ასევე ტრენინგებს გვიტარებდნენ აკრედიტირებული ტრენერები
და ჯერ კიდევ მაშინ შევისწავლე კვლევის სხვადასხვა ტიპები, მათ შორის სასკოლო კვლევა
და მოგვიანებით კი შეფასების ჯგუფის წევრობის ფარგლებში გავიარე ტრენინგი , სადაც უფრო დაწვრილებით იყო
წარმოდგენილი საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევისთვის საჭირო ყველა ეტაპი და დოკუმენტაციის შეგროვების წესი. არსებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ მიბიძგა ამ მიმართულებით
ჩამეტარებინა კვლევა მე-7 კლასში. ამისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სექტემბრიდან ყურადღებით ვაკვირდები მე-7კლასის მოსწავლეებს,მათ საჭიროებებს,თუ რომელ
მიმართულებაში ექმნებათ დაბრკოლებები და დაკვირვების
შედეგად გამოიკვეთა საუბრის მიმართულებით პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ კლასი გაკვეთილზე აქტიურია, აქვთ ლექსიკური მარაგი და უპასუხოდ თითიქმის არც ერთი შეკითხვა არ რჩება, როცა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოთქმას ვთხოვ, გაბმული და მწყობრი მსჯელობა უჭირთ, უჭირთ თხრობაც. ამიტომ გადავწვიტე ამ საკითხისთვის მეტი ყურადღება
დამეთმო და დავიწყე კვლევა.
პრობლემის
აქტუალობის დასაბუთება
საუბარი ადამიანებისთვის ურთიერთობის პირველი და უმნიშნელოვანესი უნარია.
დღის განმავლობაში ჩვენ უფრო მეტად ვურთიერთობთ საუბრით, ვიდრე წერითი ან სხვა კომუნიკაციური
უნარით. თუმცა დღესდღეობით უცხო ენის პედაგოგების უმეტესობა უფრო დიდ დროს უთმობს წერა-კითხვას
და ვფიქრობ, რომ საუბარი და მოსმენა უკანა პლანზეა გადაწეული, რაც მიუღებელია, რადგან
ამ ოთხი უნარის გასავითარებლად აუცილებლად უნდა იყოს ბალანსი დაცული. იმის გათვალისწინებით კი , რომ საუბრის უნარ-ჩვევის
განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია უცხო ენის სწავლების პროცესში,ვინაიდან ის
კომუნიკაციის ძირითადი წყაროა, როგორც ზემოთ აღვნიშნე , მას თან ახლავს პრობლემებიც
და სწორედ ეს პრობლემები უნდა დავიყვანოთ მინიმუმდე მასწავლებლებმა და შედეგზეც უფრო
ადვილად გავალთ .
უნარ-ჩვევის განვითარების ხელის
შემშლელ ფაქტორებად გვევლინება შეცდომების
დაშვების შიში , ენოვრივი ბარიერი (ეთნიკურად განსხვავებული მოსწავლის შემთხვევაში),
სიმორცხვე,ლექსიკური ერთეულებისა და გრამატიკული სტრუქტურების უცოდინარობა,ამისათვის
აუცილებელია,ჯანსაღი გარემოს შექმნა,სადაც იგი იგრძნობს მასწავლებლებისა და თანატოლებისაგან
კეთილგანწყობას და მხარდაჭერას. აუცილებელია აგრეთვე სახალისო აქტივობების შერჩევა
და გაკვეთილის დასაწყისშივე კლასში დადებითი განწყობის ჩამოყალიბება, რადგანაც ,როგორც
დიმიტრი უზნაძე ამბობდა : ,,მთავარია განწყობა’’,
რაც ნამდვილად ნებისმიერი წამოწყებული საქმისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
ამიტომ ყოველთვის ვცდილობ კლასში შესვლისას ისეთი განწყობა შევიტანო, რომ მოსწავლეებმა
რაც შეიძლება თავისუფლად და მნიშვნელოვნად იგრძნონ თავი,რომ ყველანაირი დაძაბულობა
მოეხსნათ. ყოველთვის ვთხოვ მათ , რომ ისაუბრონ მხოლოდ ინგლისურად,თუნდაც შეცდომებით,
მაგრამ მაქსიმალურად შეეცადონ უცხო ენაზე საუბარს. თუმცა ამდენი წლის პრაქტიკის განმავლობაში
, მაინც ძალიან რთული აღმოჩნდა შედეგზე მაქსიმალურად კარგად გასვლა. ამიტომაც დავიწყე მცირერიცხვოვან
კლასზე დაკვირვება, რომ უფრო ადვილი ყოფილიყო პრობლემის გამოკვეთაც და შემდეგ მისი
გადაწყვეტის გზების ძიებაც.
დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა პრობლემა:
მოსწავლეების უმრავლესობა ვერ ახერხებს ინგლისურ ენაზე გამართულად მეტყველებას.
გამომწვევი მიზეზები:
ყველა
შემთხვევაში, დაკვირვებისა და ინტერვიუების დროს აშკარა იყო, რომ მოსწავლეები აწყდებოდნენ
სირთულეებს ინგლისურად საუბრის დროს. ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი იყო ლექსიკური მარაგის სიმცირე, ხოლო ‘’შეცდომების
დაშვების შიში საუბრისას’’ კი იყო უმთავრესი
პრობლემა , რომელიც ხელს უშლიდა მათ საუბარში. მოსწავლეები ცდილობდნენ გამკლავებოდნენ
ამ პრობლემებს შეძლებისდაგვარად, თუმცა მათი მცდელობები არ იყო შედეგის მომტანი. ამიტომ
აუცლებელად ჩავთვალე გადავსულიყავი აქტიურ ქმედებაზე და მათთვის შემეთავაზებინა დახმარება
- კვლევის ფარგლებში.
ლიტერატურის მიმოხილვა
სანამ კვლევას დავიწყებდი, გადავწვიტე, ჯერ ბევრი
ინფორმაცია მქონოდა ნებისმიერ საკითხზე, რაც კვლევის განმავლობაში გამომადგებოდა. გადავხედე
ჩემი სტუდენტობის დროს ნასწავლ მასალებს, სადაც ბევრი ფსიქოლოგის სტატია და ნაშრომები მქონდა დაგროვილი, მათ შორის დიმიტრი უზნაძის, რომელიც
ჩემთვის პირადად ყველაზე საინტერესოდ წარმოაჩენს ადამიანის და განსაკუთრებით მოზარდის
ფსიქოლოგიას და განწყობის თეორიის წყალობით, ძალიან კარგად ხსნის, თუ რა როლი აკისრია
ნებისმიერ საქმეში განწყობას და როგორ შეგვიძლია სწორად გავიდეთ შედეგზე მისი საშუალებით. დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის თანახმად
(უზნაძე დ. 2009),
განწყობა
ისეთი
არაცნობიერი
ფსიქიკური
ფენომენია,
რომელიც
წინ
უსწრებს
ცნობიერ
ფსიქიკურ
პროცესებს
და
მათი
აღმოცენების
პირობასაც
წარმოადგენს.
განწყობა
სუბიექტის
მზადყოფნაა
– იმოქმედოს
გარკვეული
მიმართულებით,
რომელსაც,
ერთი
მხრივ,
სუბიექტის
აქტუალური
მოთხოვნილება
და,
მეორე
მხრივ,
სათანადო
ობიექტურ
სიტუაციას
შეადგენს,
შესაბამისად,
განწყობა
არის
მიზანმიმართული
ქცევის
აღმოცენებისა
და
მიმდინარეობის
საფუძველი.
სწორედ ამიტომ, მიმაჩნია ,რომ საკლასო ოთახში შესვლისთანავე, მასწავლებელმა ისე უნდა
განაწყოს კლასი, რომ ნებისმიერი საგნის შესწავლის პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო
და ადვილად ასათვისებელი იყოს. მოსწავლეებს უნდა შეექმნათ განწყობა, რომ ამ პროცესში
ისინი არიან ლიდერები, ისინი წარმართავენ სიტუაციას სათავისოდ და მათი განწყობა ერთ-ერთი
წინაპირობაა ჩვენს შემთხვევაში - ენის შესწავლის პროცესში.
გადავხედე
ინტერნეტსივრცეში კვლევსთან და მის ეტაპებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაშიც ძალიან
დამეხმარა youtube-ზე განთავსებული ვიდეორჩევები - როგორ წარვმართოთ პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა . აგრეთვე აქტიურად ვკითხულობდი ინტერნეტჟურნალ - ‘’მასწავლებელს’’, სადაც ბევრი
სტატია დევს პედაგოგოიური პრაქტიკის კვლევაზე. ,,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: თემას გამოცდილება
გვკარნახობს’’,ამ სტატიაში კარგად იყო წარმოდგენილი, რომ ნებისმიერი პრაქტიკული კვლევისათვის,
რომელსაც პედაგოგიური კვლევებიც მიეკუთვნება,
ყველაფერი პრობლემის შერჩევით იწყება. როგორც
სოციოლოგები ამბობენ, კვლევა არ უნდა იქცეს ,,ღია კარის მტვრევად“. ანუ საკვლევი საკითხი
უნდა იყოს აქტუალური სასკოლო თემში. (2016.ა. ჯანელიძე www.mastsavlebeli.ge)
შემდეგი
სტატია, რომელიც დამეხმარა, იყო ,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები’’ (2012.
ლობჟანიძე, ს. www.mastsavlebeli.ge). კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის,სტატიის, პროექტის სახით. განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს. ფუნდამენტურია კვლევა,რომელიც ემსახურება მეცნიერული ცოდნის გაღრმავებას ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი მექანიზმებისა და ტექნოლოგიების ახსნით, გამოყენებითი კვლევის ძირითად მიზანს კი თეორიების, მექანიზმების,ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, რომელსაც ატარებენ მკვლევარ-მასწავლებლები სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით. მკვლევარია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. მაშასადამე, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც. პედაგოგებს ხშირად ებადებათ კითხვა:როგორ ვისწავლოთ კვლევა? კვლევაში გამოცდილი პედაგოგები მიიჩნევენ,რომ კვლევის სწავლის საუკეთესო გზა თავად კვლევის პროცესია.
ქართული სტატიების და ვიდეოგაკვეთილის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე, ინგლისურად
დამემუშავებინა ლიტერატურა და უფრო კონკრეტული საკითხები მომეძიებინა ენის შესწავლის
პროცესთან და მასთან დაკავშრებულ სირთულეებთან, რადგან ბევრი ინგლისურენოვანი ავტორი
ძალიან კარგად გადმოსცემს ამ პროცესებს. ინტერნეტსივრცეში ბევრი ელექტრონული წიგნი
და სტატია მოიძებნება ინგლისური და ზოგადად უცხო ენის შესწავალთან დაკავშირებულ სირთულეებსა
და მათი მოგვარების გზებზე. მეც რამდენიმე
ავტორის ნამუშევარი წავიკითხე და ჩემთვის საინტერესოები გავითავისე და
ამოვწერე:
Nunan (1991) ამბობს,
რომ ადამიანების უმრავლესობისთვის, მეორე ან უცხო ენის შესწავლის დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
ასპექტი ენის პრაქტიკაში გამოყენებაა და წარმატება
იზომება იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებენ ადამიანები დიალოგის წარმართვას იმ კონკრეტულ
უცხო ენაზე.
გარდა ამისა, კარგი მოსაუბრე
ყურადღებას უნდა აქცევდეს იმას, თუ რა არის სასაუბრო თემა, რა ტიპის ლექსიკას იყენებს
ის, რომ მსმენელისთვის ადვილად
გასაგები იყოს. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი არის საშუალება, რომლის მიხედვითაც
შეგვიძლია დავაკავშიროთ ის იდეები, რომლებიც
მსმენელებს სჭირდებათ ურთიერთობისათვის. (Tarigan, 1987). ეს ნიშნავს, რომ მოსაუბრემ სწორად უნდა წარმოაჩინოს
თავისი სასაუბრო უნარები, რომ მისი იდეები და აზრები სწორად იქნეს გაგებული და მიღებული.
უცხო ენის სწავლის
მსურველთა უმეტესობისთვის ადვილი არ არის იმ
კონკრეტულ ენაზე საუბარი , რადგან უცხო
ენაზე ლაპარაკის სწავლა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ გრამატიკული
და სემანტიკური წესების ცოდნა. გარდა ამისა, Burnkart (1998) განმარტავს, რომ ენის შემსწავლელებს
სწავლების პროცესში უნდა
ჰქონდეთ გამომუშავებული სამი ტიპის უნარი
:
1.
ენობრივი
ელემენტების მექანიზმი (გამოთქმა, გრამატიკა, ლექსიკა), რომელიც ხაზს უსვამს სწორი
სიტყვების სწორ გამოყენებას;
2.
ენის ფუნქციები,
რომლებიც პასუხისმგებელია ენის წარმოჩენაზე ტრანსაქციისა და
ურთიერთქმედების ფორმით (მაგალითად,
თუ როგორ იცვლება ინფორმაცია და რამდენად გასაგებია შეტყობინება,
რომელსაც გავცემთ);
3.
სოციოლოგიური ნორმები (მაგალითად,რიგითობის დაცვა , პაუზების გამოყენება საუბრისას, გაიგონ,
თუ როგორ უნდა გაითვალისწინოს ვინ
ვისთან საუბრობს ვისზე, რა ვითარებაში, რაზე
და რა მიზეზით).
Brown
(2001) აღნიშნავს, რომ შემოკლებული ფორმები, კლასტერი , სალაპარაკო ენის
ფაქტორები და ამ ყველაფრის წარმოჩენა არის
ფაქტორები, რომლებიც ენას, როგორც სასაუბრო ელემენტს ართულებენ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არსებობს
რამდენიმე სახის სირთულე, რომელიც ენის შესწავლის პროცესში გვხვდება. ესენია :
1.კლასტერული მეტყველება
- როდესაც საუბარი გადმოცემულია ფრაზული ზმნებით
და არა სიტყვა სიტყვით;
2. შემოკლებული ფორმები, კუმშვები,
ელინები,ხმოვნების შემცირება და ა.შ.
3.სასაუბრო ენა- ამ დროს მოსწავლეებმა
დაკვირვებით უნდა გამოიყენონ იდიომები, ფრაზები და ბევრი ივარჯიშონ პრაქტიკულად მათ
გამოყენებაში.
Ochoa D.L (2002) აღნიშნავს, რომ მოსწავლეებში ყველაზე
პრობლემური და გახშირებული თვითდაჯერებულობის ნაკლებობაა,ამისთვის იგი გვთავაზობს
პოზიტიური და მეგობრული საკლასო გარემოს შექმნას,რაც
მოსწავლეებს დაეხმარება აღნიშნული პრობლემის დაძლევაში. ის მეტ სახალისო აქტივობებს
და ჯგუფურ მუშაობას გვირჩევს, რაც მოსწავლეებს დაეხმარება უფრო მეტად გაიხსნან და თავისუფლად
გამოხატონ საკუთარი აზრები,ასევე ხელს უწყობს აზრთა ურთიერთპატივისცემას, თანამშრმლობას
და ღირებულებების ჩამოყალიბებას.
ავტორები Wright,Betteridge&Buckby (1984) თავისუფლად მეტყველების განვითარების მიზნით გვთავაზობენ
სხვადასხვა ტიპის თამაშებს და მათ კლასიფიკაციას:
1.ხმოვანი თამაშები:
ა)ხმის ეფექტების გამოყენებით
ზეგავლენის მოხდენა მსმენელზე;
ბ)ხმის ტემბრი და ინტონაცია
სასურველი აზრის გამოსათქმელად.
2.ზრუნვა-აზრის გაცვლა-გამოცვლა
(caring and sharing):
ა)პიროვნული შეგრძნებების
ან გამოცდილების გაზიარება;
ბ)სხვა მოსწავლეს უბიძგებს,ინტერესს
უღვივებს.
3.რეალური ისტორიების მოყოლა:
ა)წარსულში მომხდარი ფაქტების
გადმოცემა;
ბ)მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელი
ისტორიების მოყოლა.
4.ფსიქოლოგიური თამაში:
ა)კავშირი გონებასა და
გრძნობებს შორის;
ბ)მოთხრობის დასრულება;
5.ახსნა-გამოცნობა:
ა) მასწავლებელი ან მოსწავლე
ისე ახსნის რაიმეს, რომ მეორე მოსწავლემ შეძლოს მისი გამოცნობა;
6.ნახატების მიხედვით:
ა)მსგავსებები,განსხვავებების პოვნა;
ბ) მოთხრობის შედგენა.
კვლევის მიზნები და ამოცანები/საკვლევი
კითხვები ფორმულირება
ლიტერატურის დამუშავების
და ძებნის პროცესში გადავაწყდი საინტერესეო ვიდეო გაკვეთილებს, სადაც იმიტაციით სწავლება
იყო წარმოდგენილი. ეს ვიდეოები ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე აქტიურად გამომეყენებინა
პრაქტიკაში, რადგან იმიტაციებით სწავლება, თამაშებით სწავლების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული ხერხია ენის სწავლების
პროცესში. ის ამავდროულად საინტერესო და სახალისოა. ამიტომ ისიც
გამოვიყენე ინტერვენციების დაგეგმვისას.
სამიზნე ჯგუფი:
გამოკვეთილი პრობლემის საფუძველზე დავიწყე კვლევა. ავარჩიე საკვლევი ჯგუფი-
მე-7 კლასი (20 მოსწავლე) და გამოვყავი კვლევის მიზანი:
მიზანი: რაც შეიძლება თავდაჯერებული და მოტივირებული გავხადო მოსწავლეები და სხვადასხვა
მეთოდების გამოყენებით , მაქსიმალურად ავალაპარაკო ისინი ინგლისურ ენაზე. ასეთი მეთოდებიდან
კი შევარჩიე იმიტაციის მეთოდი, გულახდილი საუბრები
ნებისმიერ თემაზე, როლური თამაშები, ვიდეობის ჩვენება და მათში მოსმენილი დიალოგების
გამეორება. ანუ ძირითადად სწავლა - იმიტაციით
და თამაშით უნდა წარმართულიყო, რადგან
ძალიან ბევრი ნაშრომი გვიჩვენებს, რომ ასეთი სწავლების დროს შედეგი უფრო ადვილად მისაღწევია,
ვიდრე სხვა მეთოდების შემთხვევაში.
გამოვკვეთე საკვლევი კითხვები,რათა
კვლევა სწორად წარმართულიყო. უმთავრესი კთხვა იყო „აუმაღლებს თუ არა მოტივაციას მოსწავლეებს იმიტაციით და თამაშებით სწავლება?“ და აგრეთვე გამოვყავი 3 ქვეკითხვა:
1.
როგორი ტიპის იმიტაციები უნდა გამოვიყენო საუბრის უნარ-ჩვევის
გასაუმჯობესებლად?
2.
როგორი სირთულის დიალოგები / ვიდეოები გამოვიყენო, რომ
ადვილად შეძლონ ნანახი და მოსმენილი მასალის ათვისება და როლებში გამეორება?
3.
როგორი გაკვეთილი იქნება მათთვის საინტერესო - სტანდარტული
თუ თამაშებით დატვირთული?
კვლევის მეთოდები/კვლევის
დაგეგმვა
როგორც ვიცით, არსებობს
კვლევის ორი მეთოდი - რაოდენობრივი და თვისებრივი . შევეცადე ამ კვლევის ფარგლებში
გამომეყენებინა ორივე მათგანი და მიზნობრივი ჯგუფის განსაზღვრის შემდეგ შევარჩიე შემდეგი
ინსტრუმენტები:
1. ინტერვიუ
2.საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება(მასწავლებლის ჟურნალი) . 3.ანკეტირება
1.ინტერვიუ
მეტი ინფორაციისთვის
და კვლევის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის გამოსწავლეებისაგან ავიღე ინტერვიუ, რამაც საშუალება მოგვცა დეტალური ინფორმაცია მიმეღო
,თუ რა ფაქტორი უშლის ხელს მოსწავლეებს ინგლისურად
საუბარში , რა პრობლემებს და სირთულეებს აწყდებიან მასწავლებლები სიტყვების სწავლის და მათი
გადმოცემის პროცესში და როგორია მათი აზრი ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით.
ინტერვიუ შედგა კლასის იმ მოსწავლეებთან, რომლებმაც სურვილი თვითონ გამოთქვეს. მათ დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები
და გამოიკვეთა ძირითადი პრობლემა, რომ საუბრისას ხელის შემშლელი ფაქტორები იყო სიტყვების
არასწორად წარმოთქმის და გრამატიკულად დროში არასწორად ჩასმის შიში, თანაკლასელების
წინაშე შეცდომების დაშვებისას კრიტიკის ობიექტად ყოფნა და არასაკმარისი დროის დათმობა
ინგლისურის, როგორც საგნის მიმართ.
2.დაკვირვება- მასწავლებლის
ჟურნალი:
დაკვირვების პროცესში
ჩანაწერებს გავაკეთებ მასწავლებლის ჟურნალში.
ეს ჟურნალი დამეხმარება ყველა იმ დეტალის და პრობლემის გასაანალიზებლად, რაც კვლევისთვის
მჭირდება, სწორად მივდივარ თუ არა დასახული მიზნისკენ. რა პრობლემებს წავაწყდები კვლევის
პროცესში და რა აქტივობებს ვიყენებ მის განსახორციელებლად. ამ ჟურნალში ჩავინიშნავ
ყოველ გაკვეთილზე მოსწავლეების მიერ განხორციელებულ აქტივობებს. რა გაიგეს, რა გაუჭრდათ
, როგორ მოეწონათ კონკრეტული იმიტაციის ვიდეო,
როლური თამაშები და ა.შ.
3.ანკეტირება:
კვლევის დაწყებამდე მოვამზადე
კითხვარები მოსწავლეთათვის,რათა დავრწმუნებულიყავი საკვლევი თემის სწორად შერჩევაში. სამი ტიპის კითხვარი გამოვიყენე : მარტივი, ღია და დახურული.მათი საშულებით
კი შევაგროვე მონაცემები იმის შესახებ , თუ როგორ გრძნობენ ბავშვები თავს იმიტაციური
თამაშის დროს და შემდეგ თუ რა გაიუმჯობესეს
მათ ამ თამაშების შემდეგ და რა შეიძლება შევცვალო , რომ ისინი უფრო გულახდილები და
გახსნილები იყვნენ. რომ გაემეგო მათი მოსაზრება
და განწყობა, შევადგინე კითხვები, რომელსაც
ყოველი ინტერვენციის ბოლოს ვეკითხებოდი.
პირველი ანკეტირება შემდგომში
მდგომარეობდა:
შევახსენე მათ ის ოთხი
ძირითადი მიმართულება, რომელსაც ვიყენებთ სწავლის პროცესში და ვთხოვე დაელაგებინათ
ისინი სირთულის მიხედვით 1-დან 4-მდე. შემდეგ კი ეს შეკითხვაც და სხვა რამდენიმე კითხვა
ანკეტის სახით მივაწოდე მათ. ანკეტირება იყო
ანონიმური, რათა მათი პასუხები ყოფილიყო გულწრფელი და თავისუფლად დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი. (იხ.დანართი
1)
მოსწავლეებმა შეავსეს ანკეტები და მონაცემთა შეგროვების
და დათვლის შემდეგ ასეთი შედეგი მივიღე
1.
ოთხი ძირითადი მიმართულებიდან
(წერა, კითხვა, საუბარი,მოსმენა)რომელია თქვენი აზრით ყველაზე რთული? დაალაგეთ მიმართულებები
იოლიდან რთულისკენ იმ თანმიმდევრობით , რამდენადაც
რთული გეჩვენებათ ის კონკრეტული მიმართულება. მაგ: წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა.
მიმართულება
|
მოსწავლე
|
%
|
კითხვა
|
20
|
5%
|
მოსმენა
|
20
|
15%
|
წერა
|
20
|
20%
|
საუბარი
|
20
|
60%
|
|
პასუხი არ გასცა
|
0%
|
2.
რამდენად ხშირად საუბრობთ
ინგლისურად გაკვეთილზე?
სიხშირე
|
მოსწავლე
|
%
|
ყოველთვის
|
20
|
15%
|
ხშირად
|
20
|
20%
|
ზოგჯერ
|
20
|
45%
|
არასდროს
|
20
|
20%
|
3. თქვენი აზრით, რატომ
ვერ საუბრობთ თავისუფლად ინგლისურ ენაზე?
ფაქტორი
|
მოსწავლე
|
%
|
ლექსიკური ერთეულების სიმცირის გამო
|
20
|
15%
|
კომპლექსის ქონა
|
20
|
20%
|
კრიტიკის ან დაცინვის შიში თანატოლებისგან
|
20
|
35%
|
არასაკმარისი დროის დათმობა ინგლისური ენისთვის საშინაო დავალებების შესრულებისას
|
20
|
30%
|
|
არა აქვს პასუხი
|
0%
|
4. როგორი ტიპის გაკვეთილი მოგწონთ?
ფაქტორი
|
მოსწავლე
|
%
|
სტანდარტული
|
20
|
20%
|
თამაშებით დატვირთული/სახალისო
|
20
|
80%
|
|
არა აქვს პასუხი
|
0%
|
ამავე დროს მოვამზადე
კითხვები მშობლებისთვისაც , რაც, ჩემი აზრით, ძალიან დამეხმარებოდა ამ კვლევის პროცესში,
რადგან მათ უკეთ იციან თავიანთი შვილების თვისებები, ქცევები, სწავლისადმი დამოკიდებულება,
საგნის მიმართ დამოკიდებულება და ა.შ. ამიტომ მოვამზადე მარტივი , დახურული ტიპის ანკეტა
და გავუგზავნე ის მშობლებს ბავშვების ხელით.
დრო მივეცი 3 დღე ანკეტების შესავსებად.
მშობლების გამოკითხვის
შედეგად ასეთი მონაცემები მივიღე:
1. რამდენ დროს უთმობს თქვენი შვილი ინგლისური ენის
მეცადინეობას ?
ფაქტორი
|
მშობელი
|
%
|
1.30წთ-1სთ
|
20
|
75%
|
2.
1სთ-2სთ
|
20
|
20%
|
3. საერთოდ არ უთმობს დროს
|
20
|
5%
|
|
არ აქვს პასუხი
|
0%
|
2.ხშირად უმოწმებთ თუ არა სკოლაში წასვლამდე
საშინაო დავალების მზაობას?
ფაქტორი
|
მშობელი
|
%
|
1.ხშირად
|
20
|
45%
|
2.
იშვიათად
|
20
|
40%
|
3. არასოდეს
|
20
|
15%
|
|
არ აქვს პასუხი
|
0%
|
3.როგორი დამოკიდებულება აქვს ინგლსურის - როგორც
საგნის მიმართ?
ფაქტორი
|
მშობელი
|
%
|
1.დადებითი
|
20
|
94%
|
2.
უარყოფითი
|
20
|
3%
|
3. საშუალო
|
20
|
3%
|
|
არ აქვს პასუხი
|
0%
|
4.თქვენი აზრით ,რომელი მიმართულება უფრო უჭირს ?
ფაქტორი
|
მშობელი
|
%
|
1.
წერა
|
20
|
18%
|
2.კითხვა
|
20
|
12%
|
3. საუბარი
|
20
|
62%
|
4.მოსმენა
|
|
8%
|
|
არ აქვს პასუხი
|
|
5.მოგეწონებოდათ
თუ არა, რომ თქვენი შვილის კლასში ინგლისური ენის გაკვეთილზე მეტი თამაში და იმიტაციები
ყოფილიყო სტანდარტული გაკვეთილისგან განსხვავებით.
ფაქტორი
|
მშობელი
|
%
|
1.დიახ
|
20
|
100%
|
2.
არა
|
20
|
|
|
არ აქვს პასუხი
|
0%
|
კვლევის დაგეგმვისას პირველ რიგში გავითვალისწინე
,რომ ჩატარებული კვლევა, რათქმა
უნდა, სასარგებელო უნდა იყოს როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლისთვის და ჩემი კოლეგებისთვისაც,
რადგან ის აქტუალურია უცხო ენის ყველა პედაგოგისთვის . მან უნდა განუვითაროს
მოსწავლეებს :
§
თანამშრომლობა და ჩართულობა;
§
თვითდაჯერებულობის უნარის
გაზრდა;
§
მოტივაციის ამაღლება.
მასწავლებელს უნდა მისცეს
საშუალება:
§
მოსწავლეებს აუმაღლოს
მოტივაცია;
§
შექმნას თავისუფალი და
თვითდაჯერებული გარემო;
§
მართოს კლასი მინიმალური
პრობლემებით;
§
განუვითაროს მოსწავლეებს
საუბრისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
ეს კვლევა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩემს პრაქტიკულ მიღწევებს და, რაც
ყველაზე კარგია, ამ კვლევის დახმარებით მე დავეხმარები ჩემს მოსწავლეებს მაქსიმალურად
დაძლიონ პრობლემები და დაიყვანონ ისინი მინიმუმამდე.
ვფიქრობ, ჩატარებული კვლევა გამოადგება ჩემი კათედრის (უცხოური ენის) ყველა მასწავლებელს,რადგან მსგავსი პრობლემა ყველგან იჩენს
თავს იქედან გამომდინარე, რომ უცხო ენა არის მეორე ენა ,რომელსაც მოსწავლე სწავლობს
მშობლიური ენის შემდეგ. თუმცა, ვფიქრობ, ,რომ მონათესავე კათედრის მასწავლებლებსაც (ქართული ენა
და ლიტერატურა) თავისუფლად შეიძლება გამოადგეთ ეს კვლევა , რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მშობლიური ენაა ,მოსწავლეებს მაინც უჭირთ
აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გამართულად საუბარი და ზოგჯერ სწორად მეტყველებაც კი.
თუ ჩემი კოლეგები გამოიყენებენ იმიტაციებით
და თამაშებით სწავლებას და გაითვალისწინებენ ამ კვლევის შედეგებს ,ვფიქრობ, თავიანთ
მოსწავლეებს უფრო აუმაღლებენ მოტივაციას და დაეხმარებიან სიმორცხვის დაძლევაში. საგაკვეთილო
პროცესი კი უფრო სახალისო და საინტერესო იქნება
ინტერვენციების დაგეგმვა
ლიტერატურის წაკითხვისა და დამუშავების შემდეგ გადავწყვიტე ,გამეთვალისწინებინა
ავტორთა მოსაზრებები და რჩევები, დამეგეგმა ინტერვენციები და განმეხორციელებინა დაკვირვებები
აღნიშნული მეთოდების გამოყენებით დასახული
მიზნის მისაღწევად ,ამისთვის შევარჩიე 5 ტიპის ინტერვენცია:
1. იმიტაციური დიალოგები;
2როლური თამაშები;
3.ზრუნვა-გაზიარება;
4. ახსნა-გამოცნობა;
5. .რეალური ისტორიების მოყოლა.
ინტერვენცია 1
იმიტაციური დიალოგები
როდესაც კვლევა დავიწყე
, პირველი ინტერვენცია, რაც განვახორციელე კლასში იყო იმიტაციური დიალოგები. ბავშებს
ვაყურებინე მოკლემეტრაჟიანი ვიდეო ინგლისურად, სადაც ახსნილი იყო იმიტაციებით სწავლების
მნიშვნელობა ,სახელდობრ, ინგლისური ენის პროცესში.
ეს გულისხმობდა შემდეგს: დიალოგების გამართვა ორ ადამიანს შორის და შემდეგ მოსმენილი
მასალის გადმოცემა მესამე პირში. ჩვენს შემთხვევაში გადავწვიტეთ დიალოგები ყოფილიყო
ავტობიოგრაფიული. მოსწავლეები გამოდიოდნენ წყვილებად და ჯერ ერთი მათგანი მოყვებოდა
თავის შესახებ (მაგ. მე მქვია.... მე ვარ ...წლის. მე ვსწვალობ.... სკოლაში. მე მიყვარს მუსიკის მოსმენა/კითხვა/ცურვა
და ა.შ.), ხოლო მისი მეწყვილე კი მოსმენილს გადმოსცემდა მესამე პირში. (მას ქვია...
ის არის... წლის. ის სწვალობს.... სკოლაში. მას უყვარს მუსიკის მოსმენა/კითხვა/ცურვა
და.ა.შ.) ამ ინტერვენციაში ჩაერთნენ კლასის
ის მოსწავლეებიც კი, ვისაც ძალიან უჭირდა ინგლისურად საუბარი. თითქოს ერთმანეთის დახმარებით
და მხარის აბმით ეს პროცესი ბავშვებს უფრო გაუმარტივდათ და ერთმანეთსაც კი ასწრებდნენ
დიალოგებისთვის მეწყვილის ძიებას. ამ აქტივობას ტელეფონის საშუალებით ვიღებდი. გადაღების
ნებართვა წინასწარ ავიღე ბავშებისგან. მათ თვითონაც აინტერესებდათ, თუ როგორ
საუბრობდნენ ისინი, როგორი იყო მათი მიმიკები და გამოთქმა, რაში უშვებდნენ შეცდომებს
და ა.შ. ამიტომ ეს პროცესი ჩავიწერეთ.
ინტერვენციის პროცესში
მათ გამოიყენეს პირის ნაცვალასახელების თითქმის ყველა ფორმა, რიცხვითი სახელები(ასაკის
წარმოთქმის დროს), ზედსართავი სახელები , სხვადსხვა ჰობი და მათი საყვარელი საგნების
სახელები. ანუ, ამ თითქოს მარტივმა აქტივობამ, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შეძლო
მათი გააქტიურება. მთელი ამ დიალოგების განმავლობაში მე ვაკვირდებოდი მათ აქტიურობას, ჩართულობას და კომუნიკაციას ერთმანეთში
და მასწავლებლის ჟურნალში ვინიშნავდი ყველა დეტალს. ინტერვენციის დასასრულს კი მათ დავურიგე კითხვარები,
სადაც უნდა შემოეხაზათ, თუ რა გააუმჯობესა, მათი აზრით, ამ აქტივობამ მათი სწავლების
პროცესში.
კითხვები მოსწავლეთათვის:
მოსწავლეთა რაოდენობა - 20
1.როგორი იყო შენი განწყობა გაკვეთილის მსვლელობისას?
ა. პოზიტიური -100% ბ. ნეგატიური
|
2.მოგეწონა თუ არა დღევანდელი იმიტაცია/დიალოგი?
ა.დიახ -100% ბ.არა
|
3.შეძელი თამაშის რომელიმე ნაწილში გესაუბრა უფრო თავისუფლად?
ა.დიახ -95%
ბ.არა -5%
|
4.როგორ ფიქრობ, კარგად გაართვი თავი დღევანდელ დავალებას? ამ თამაშმა
შენი მოტივაცია უფრო აამაღლა?
ა.დიახ -100% ბ.არა
|
5.გინდა, რომ ხშირად ჩატარდეს ასეთი გაკვეთილი, სადაც უმეტსი ნაწილი
იმიტაციით სწავლებას დაეთმობა?
ა.დიახ -100% ბ.არა
|
1. მასწავლებლის
ჟურნალი
იმიტაციური დიალოგები მოსწავლეებს დაეხმარა
ლექსიკური ერთეულის
რეალურ(ბუნებრივ) სიტუაციაში გამოყენებაში
|
20
|
30%
|
ჩართულობაში
|
20
|
20%
|
კითხვების და მიმართვების ფორმების სწორად ჩამოყალიბებაში
|
20
|
10%
|
სიმორცხვის დაძლევაში
|
20
|
10%
|
მოტივაციის ამაღლებაში
|
20
|
30%
|
ეს ინტერვენცია კარგი
დასაწყისი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად და შემდეგი ინტერვენციის
დასაგეგმად მეც უფრო მეტი სტიმული მომეცა. მივხვდი, რომ მეტი სახალისო აქტივობები უნდა
დამეგეგმა და მიზანზე უფრო სწრაფად და შედეგიანად გავიდოდი. ამიტომ დავიწყე მეორე ინტერვენციის
დაგეგვმა.
ინტერვენცია 2.
როლური თამაშები
მოსწავლეებს შევთავაზე
ჩაბმულიყვნენ როლურ თამაშში, სადაც მათ საშუალება ექნებოდათ გაერკვიათ, თუ რა დონეზე
იციან გარკვეული ტიპის ლექსიკა და როგორ შეძლებენ მის გამოყენებას პრაქტიკაში. ამისთვის
მათ ვამეორებინებ სხვადასხვა პროფესიებს და მასთან დაკავშირებულ ფრაზებს, ზმნებს ,
ამ პროფესიების წარმომადგენლების სამუშაო ადგილებს და ა.შ. ამ ყველაფერს დაფაზე ვუწერ
(წრეში პროფესია და ირგვლივ მასთან დაკავშრებული ეს კონკრეტული საგნები და ზმნები)
შემდეგ ვთხოვ მათ, კარგად დაფიქრდნენ და აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია და საშინაო
დავალებად ვაძლევ , მომდევნო გაკვეთილისთვის მოიტანონ მათ მიერ არჩეული პროფესიის ადამიანის
რაიმე ერთი ნივთი, რომელიც დამახასიათებელია იმ პროფესიისთვის. (მაგ. მასწავლებელი-
სათვალე, კალამი, რვეული. ექიმი-ფონეიდოსკოპი, პოლიციელი - ზოლიანი ჯოხი ან ქუდი და
ა.შ). მომდევნო გაკვეთილზე კი კლასში ვაწყობთ
‘’პროფესიის დღეს ‘’. ყოველი პროფესიის
წარმომადგენელი გააცნობს თავს თავის თანაკლასელებს, სადაც ის აღწერს, თუ როგორია მისი
სამუშაო. შემდეგ კი მოაწყობს ე.წ სამუშაო კაბინეტს ან ადგილს, სადაც მასთან მივა კლიენტი
, პაციენტი და ა.შ. და ისინი გამართავენ დიალოგს.
მაგალითად, ექიმის კაბინეტი, სადაც ექიმთან შესული პაციენტი და ექიმი ისაუბრებენ და
აქ ისინი გამოიყენებენ ფრაზებს, ლექსიკურ სიტყვებს და სხვას, რომ წარმართონ დიალოგი.
ეს ინტერვენცია ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება ბავშვებისთვის.
ისინი შეძლებენ წარმოაჩიონ თავიანთი ცოდნა. გაიგონ მეტი ამა თუ იმ პროფესიაზე და რეალურთან
მიახლოებულ სიტუაციაში წარმართონ დიალოგები.
ინტერვენციის პროცესში მე ვაკვირდებოდი და ვაკეთებდი ჩანაწერებს. გავარკვიე, რომ მოსწავლეები ხალისით
ასრულებდნენ როლებს. მათ შეძლებისდაგვარად კარგად წარმართეს დიალოგები,გამოიყენეს ნასწავლი
ლექსიკური ერთეულები. სუსტმა მოსწავლეებმა დასვეს მარტივი შეკითხვები და ასე მიიღეს
მონაწილეობა ამ ინტერვენციაში.
ინტერვენციის ბოლოს მოსწავლეებს
დავურიგე კითხვარები და ვთხოვე მათი შევსება. კითხვები იყო მარტივი, დახურული ტიპის და არ საჭიროებდა დიდ დროს შესავსებად.
1.კითხვები მოსწავლეთთათვის
როლური თამაში მე დაეხმარა :
ლექსიკური ერთეულის
რეალურ(ბუნებრივ) სიტუაციაში გამოყენებაში
|
20
|
20%
|
ჩართულობაში
|
20
|
30%
|
კითხვების სწორად
ფორმულირებაში
|
20
|
20%
|
სიმორცხვის დაძლევაში
|
20
|
10%
|
მოტივაციის ამაღლებაში
|
20
|
20%
|
2.მასწავლებლის ჟურნალი
როლური თამაში მოსწავლეებს დაეხმარა:
ლექსიკური ერთეულის
რეალურ(ბუნებრივ) სიტუაციაში გამოყენებაში
|
20
|
20%
|
ჩართულობაში
|
20
|
20%
|
კითხვების და მიმართვების ფორმების სწორად ჩამოყალიბებაში
|
20
|
20%
|
სიმორცხვის დაძლევაში
|
20
|
10%
|
მოტივაციის ამაღლებაში
|
20
|
30%
|
ამ ინტერვენციამ დაგვანახა,
რომ როლური თამაში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულია საუბრის უნარ-ჩვევის განვითარებისთვის,რადგანაც
მისი საშუალებით მოსწავლეები ხდებიან უფრო თავდაჯერებულები,ადვილად ძლევენ სიმორცხვეს,უფრო
მეტად არიან ჩართულები ჯგუფურ სამუშაოში,უვითარდებათ
თანამშრომლობითი უნარები და და შეუძლიათ ნასწავლი
მასალის გამოყენება რეალურ , ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ენის ერთ-ერთი მთავარი ფუქცია კი სწორედ მისი
პრაქტიკაში გამოყენება.
ინტერვენცია 3.
ზრუნვა-გაზიარება
მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და ვაჩვენებ
მოკლემეტრაჟიან ვიდეოს გარემოს შესახებ, სადაც წარმოდგეილია, თუ რატომ და როგორ უნდა
იზრუნონ ადამიანებმა გარემოზე. თავიდან ვურთავ მხოლოდ ვიდეოს ნაწილს და
ვთხოვ 1 წუთის განმავლობაში ჯგუფებში გამოთქვან მოსაზრებები, თუ რაზეა ვიდეო. შემდეგ
კი მათ მიერ გამოთქმულ ვარაუდებს ვუწერ დაფაზე
ჯგუფების ნომრების მიხედვით. .ამის შემდეგ
ვაჩვენებ ანიმაციის გაგრძელებას და დასასრულს მოსწავლეებთან ერთად ვამოწმებ დაფაზე
დაწერილ ვარაუდებს. ვთხოვ მათ შეხედონ დაფას და ისაუბრონ დაემთხვა თუ არა მათი ვარაუდი ანიმაციის
რეალურ გაგრძელებას. მოსწავლეებმა შეადარეს მათ მიერ გამოთქმული ვარაუდები და და იპოვეს
მსგავსება და განსხვავება ვიდეოს შინაარსიდან გამომდინარე . ამის შემდეგ ვთხოვე მათ
ჩამოეწერათ ის სიტყვები რაც ვიდეოს განმავლობაში დედამიწის და გარემოს დაბინძურებას
უკავშირდებოდა. მათ ჩამოწერეს სიტყვები : პლასმასის ბოთლები( plastic bottles ), თუნუქის
ქილები (soda cans), რკინა(metal), ბიოლოგიურად გადაუმუშავებელი
(non-biodegradable) , ბიოლოგიურად გადამუშავებული (biodegradable), წყლის დაბინძურება
(water pollution), ჯანგბადი(oxygen), ხეები(trees), ჰაერი(air) , ენერგიის დაზოგვა(save
energy) და ა.შ. შემდეგ კი ვთხოვე ჯგუფებში ჩამოეწერათ რომელი სიტყვები ატარებდა გარემოსთვის
ნეგატიურ დატვირთვას და რომელი დადებითს. ამისთვის მათ განვუსაზღვრე 3-5 წუთი. დროის
ამოწურვის შემდეგ ბავშვებმა წარმოადგინეს ჯგუფებში ჩამოწერილი სიტყვები. ყველა ჯგუფმა
კარგად გაართვა თავი დავალებას. ამის შემდეგ კი ვთხოვე მათ მოდალური ზმნების გამოყენებით
შეედგინათ ისეთი მოწოდებები , რომლებიც გარემოს დაცვასთან იქნებოდა დაკავშირებული.
ამისთვის მათ შევახსენე მოდალური ზმნები (HAVE TO, MUST, SHOULD, CAN და ა.შ.) მოსწავლეებმა
ხელის აწევით ინდივიდუალურად წარმოთქვეს მოწოდებები :
1.
We can save our environment;
2.
We have to take care of Earth;
3.
We musn’t throw plastic bottles in water;
4.
We should
plant more trees;
5.
We mustn’t waste water.
მოწოდებებს მე პარალელურად
დაფაზე ვინიშნავდი და ამ აქტივობის დასრულების შემდეგ ვთხოვე ერთ-ერთ მოსწავლეს გამოსულიყო
დაფასთან. ამ მოსწავლეს ვთხოვე მოერგო დედამიწის როლი და მას დავარქვით ‘’Mother-Earth’’(დედა-დედამიწა), ხოლო დანარჩენ მოსწავლეებს ვთხოვე მიემართათ მისთვის ,როგორც ცოცხალი არსებისთვის
და მადლობა გადაეხადათ იმისთვის, რომ დედამიწა ზრუნავს მის შვილებზე. ამისთვის მოსწავლეებს
უნდა გამოეყენებინათ ზედსართავი სახელები. წინადადება კი იწყებოდა ასე :
Dear Mother-Earth ,
thanks for being so… (ძვირფასო დედა - დედამიწა,
მადლობა რომ ხარ ასეთი...)
მოსწავლეებმა გამოთქვეს
შემდეგი სიტყვები : Caring (მზრუნველი), Warm(თბილი), Kind(კეთილი), Beautiful(ლამაზი),
Patient (მომთმენი) და სხვ.
დასასრულს კი ყველამ წრე
შეკრა დედამიწის გარშემო და ერთად უყურეს და მოუსმინეს მაიკლ ჯექსონის კლიპს - Earth Song.
ინტერვენციის დასასრულს მოსწავლეებს დავურიგე კითხვარები და ვთხოვე ყურადღებით
შეევსოთ ის.
1. კითხვარი
მოსწავლეებისთვის
ვიდეოს ყურება და გარემოზე ზრუნვის აქტივობები დამეხმარა:
ჯგუფურ მუშაობაში
ჩართულობაში და სხვების აზრის პატივისცემის გამომუშავებაში
|
20
|
30%
|
ლექსიკური ერთეულების
(ზრუნვასთან, გარემოსთან დაკავშრებული სიტყვების) პრაქტიკულ გამოყენებაში
|
20
|
20%
|
მიმართვების და
მოწოდებების სწორად ფორმირებაში
|
20
|
20%
|
სიმორცხვის დაძლევაში
|
20
|
10%
|
მოტივაციის ამაღლებაში
|
20
|
20%
|
1.მასწავლებლის ჟურნალი
ვიდეოს ყურების საშუალებით მოსწავლეებმა შეძლეს:
შეძლეს
|
მოსწავლე
|
%
|
საკუთარი აზრის
გამოთქმა დამოუკიდებლად
|
20
|
20%
|
ვიდეოში მოცემული
სიტყვების დამახსოვრება
|
20
|
20%
|
პრობლემის გადაჭრის
გზების ძიება დამოუკიდებლად
|
20
|
30%
|
ჯგუფურ მუშაობაში ჩართვა და ჯგუფის წევრების აზრის პატივისცემა
|
20
|
20%
|
გარემოსთან და
ზრუნვასთან დაკავშირებული სიტყვების პრაქტიკაში გამოყენება
|
20
|
10%
|
ამ ინტერვენციის დასარულს,
მონაცემთა ანალიზის შეგროვების შემდეგ გამოიკვეთა , რომ მოსწავლეთა უმეტესობამ შეძლო
ჯგუფურ მუშაობაში ჩართვა და სხვების აზრის პატივისცემა. ახალი სიტყვების ათვისება და
მათი გამოყენება რეალურ სიტუაციებში. მართალია, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება ყველამ
ვერ შეძლო დამოუკიდებლად. თუმცა ნახევარმა კლასმა მაინც მოახერხა ინდივიდულურად ამ
საკითხზე მუშაობა, რაც ვთვლი, რომ არც ისე ცუდი შედეგია. დარწმუნებული ვარ მათთვის
ეს გაკვეთილი ნამდვილად დასამახსოვრებელი და
საინტერესო იყო.
ინტერვენცია 4.
ახსნა-გამოცნობა
ეს ინტერვენცია ძალიან
მრავალფეროვნებად შეიძლებოდა დამეგეგმა, ამიტომ გადავწყვიტე მაქსიმალურად მეტი ლექსიკური
მარაგი ჩამერთო მასში. ამისთვის გამოვყავი
თემები : წელიწადის დროები ,ამინდი, განწყობა
და ტანსამელი. გონებრივი იერიშისთვის
, მოსწავლეებს უფრო ძირფესვიანად რომ გაეხსენებინათ ამ თემებთან დაკავშირებული სიტყვები
, კლასი დავყავი 4 ჯგუფად(თითო ჯგუფში 5 მოსწავლე) და თითოეულ ჯგუფს დავურიგე ბარათი
წარწერით , მაგალითად: ჯგუფი 1- წელიწადის
დროები, ჯგუფი 2- ამინდი და ა.შ. შემდეგ კი
განვუსაზღვრე დრო 5 წუთი და ვთხოვე ამ დროში ჩამოეწერათ მაქსიმალურად მეტი ასოციაცია,
რომელსაც მათში ის კონკრეტული თემა იწვევდა. მაგალითად , ამინდი : მზიანი, წვიმიანი
და ა.შ. დროის ამოწურვის შემდეგ ჯგუფიდან თითო წევრი გამოვიყვანე დაფასთან და ჯგუფის
ნომრის ქვეშ მათ ჩამოწერეს ის სიტყვები, რომელიც, მათი აზრით, იმ თემას უკავშირდებოდა.
შემდეგ კი ჩემი დახმარებით კიდევ მივამატეთ რამდენიმე სიტყვა თითოეულ ჯგუფს და გავამზადეთ
ნიადაგი შემდეგი ეტაპისთვის. მე ვთხოვე მათ, შემდეგი გაკვეთილისთვის მოეფიქრებინათ
გამოცანები, რომელიც მათი ჯგუფის თემასთან იქნებოდა დაკავშირებული და მომდევნო გაკვეთილზე
ვითამაშებდით თამაშს- Let’s Guess (მოდი გამოვიცნოთ). აგრეთვე ვთხოვე მათ წამოეღოთ სახლიდან რაიმე ნივთები,
რომელიც ამ თამაშში მათ დაეხმარებოდა ,უკეთ აეხსნათ მოქმედება , რომელიც შემდეგ მათ
მეგობრებს უნდა გამოეცნოთ.
მომდევნო გაკვეთილზე მოსწავლეებმა
მოიტანეს სხვადასხვა ნივთები : ქოლგა, ქუდი, ბამბა, მუყაოს ფურცლებზე გამოჭრილი ემოციები და ა.შ. დასაწყისშივე იგრძნობოდა სახალისო განწყობა. მოსწავლეები
დასხდნენ თავიანთ ჯგუფებში და მე ვთხოვე მათ დაეწყოთ თამაში. პირველი ჯგუფიდან , რომელსაც
წელიწადის დროები შეხვდა , გამოვიდა ერთი მოსწავლე
და მოკლედ დაახასიათა ერთ -ერთი დრო (This is my favourite season. I like it,
because it is always sunny and hot. We don’t go to school and we have a lot of
fun. Can you guess which season is it?) მესამე
ჯგუფიდან ერთ-ერთმა მოსწავლემ პირველმა აიწია ხელი და დაასახელა შესაბამისი სეზონი
- ზაფხული. პასუხი სწორი იყო, ამიტომ ცოტა მეტი სიხალისისა და მოტივაციისთვის მე-3
ჯგუფს მივანიჭე 1 ქულა. შემდეგ მე-2 ჯგუფიდან გამოვიდა მოსწავლე. მას ეცვა ბოტები,
სპეციალურად ამ გამოცანისთვის და თან გამოიტანა ქოლგა. გაშალა ის და დაიწყო კლასის
წინაშე სიმღერა: Rain, rain, go away,
come again aother day,
We all want to play a game,
Rain, rain go away… Can you guess what kind of weather is it?
მე-4 ჯგუფმა დაასწრო ყველას
და უპასუხა , რომ ეს იყო წვიმიანი ამინდი. ჯგუფმა მიიღო ერთი ქულა.
შემდეგ მე-3 ჯგუფიდან
გამოვიდა მოსწავლე და გამოიტანა მუყაოზე დახატული და გამოჭრილი ემოციები. მან რამდენიმე
წინადადება უთხრა თავის კლასელებს და თან გამოიყენა ემოციები. მაგალითად : I feel J today, because my friend told me a :D story about herself. Can you guess how I feel ? მე-2 და პირველი ჯგუფის წევრებმა ერთდროულად წამოიძახეს
- happy and funny (ბედნიერად და სახალისო).
ამიტომ მათ ორივეს მივანიჭე თითო ქულა.
ბოლოს მეოთხე ჯგუფის წევრი გამოვიდა. მან შესთავაზა
მოსწავლეებს დაფაზე წერით გამოცნობანა. დაწერა რამდენიმე კვადრატი და დაიწყო სიტყვის
ახსნა : We wear this cloth in winter, when it is very cold. It can be different colours. We wear it on our
feet. Can u Guess what is it?
(ჩვენ ვიცვამთ მას ზამთარში,
როდესაც ძალიან ცივა. ის შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის. მას ჩვენ ფეხზე ვიცვამთ.
შეგიძლიათ გამოიცნოთ რა არის?) მე-3
ჯგუფიდან პასუხი ყველაზე სწრაფად წარმოთქვეს - They are
boots (ისინი ზამთრის ფეხსაცმელებია). პასუხი
სწორი იყო და სიტყვაც სწორად ჩაიწერა უჯრებში. ამიტომ მე-3 ჯგუფმა, რადგან უფრო მეტი
ქულა დააგროვა, ისინი გამოვაცხადე ამ თამაშის გამარჯვებულებად. თუმცა თითოეულ ჯგუფს
მივეცი განმავითარებელი უკუკავშირი და აღვნიშნე მათი მოტივაცია, მონდომებულობა, კონკრეტულ
დავალებაზე პასუხისმგებლობის გაზიარების უნარი და ლექსიკური მარაგის კარგად გამოყენება.
შემდეგ კი ვთხოვე, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ, რადგან კიდევ ერთი სავარჯიშო მქონდა
მათთვის მომზადებული. პროექტორის და ლეპტოპის საშუალებით , მათ მოვასმენინე და ვანახე
ვიდეო Sounds of weather (ამინდის
ხმები), სადაც ისმოდა სხვადასხვა ამინდისთვის დამახასიათებელი
ხმები და მათ უნდა გამოეცნოთ, თუ როგორი ამინდები იყო ისინი. მაგალითად ვიდეოში ისმოდა წვიმის წვეთების ხმა, ჩიტების ჭიკჭკი
და ა.შ. მოსწავლეებმა ყურადღებით მოუსმინეს ხმებს და გამოიცნეს ყველა მათგანი .
ინტერვენციის დასასრულს დავურიგე კითხვარები და ვთხოვე შეევსოთ ისინი.
1.კითხვარი მოსწავლეთათვის
ახსნა-გამოცნობანა დაგვეხმარა:
ლექსიკური ერთეულების
სწორად გამოყენებაში საგაკვეთილო პროცესში
|
20
|
30%
|
მოტივაციის ამაღლებაში
|
20
|
10%
|
სიმორცვხის დაძლევაში
|
20
|
10%
|
გაკვეთილზე ხალისიანი
განწყობის შექმნაში
|
20
|
50%
|
2. მასწავლებლის
ჟურნალი
ახსნა - გამოცნობა მსოწავლეებს დაეხმარა
საკუთარი ცოდნის
და მზაობის უკეთ წარმოჩენაში
|
20
|
10%
|
ჯგუფის წევრებთან
შეთანხმებულად მუშაობაში
|
20
|
20%
|
სიმორცვხის დაძლევაში
|
20
|
10%
|
მოტივაციის ამაღლებაში
|
20
|
20%
|
თამაშის პროცესში ხალისით ჩაბმაში
|
20
|
40%
|
მონაცემთა შეგროვების
და ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა , რომ ამ ინტერვენციაში
მოსწავლეები ძალიან მხიარულად იყვნენ ჩართულები და ისინი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ
დავალებას. მათ მიერ მოფიქრებული გამოცანებიდან ჩანდა, რომ ჯგუფის წევრებმა ერთმანეთთან
შეთანხმებით მოიძიეს ესა თუ ის გამოცანა და შემდეგ აარჩიეს ჯგუფიდან ის, ვინც ყველაზე
უკეთ შეძლებდა ამ გამოცანის წარდგენას კლასელებისთვის. ვფიქრობ, ამ თამაშმა მათზე ძალიან
კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და დიდხანს დარჩებათ მეხსიერებაში ეს ასოციაციები.
ინტერვენცია 5.
რეალური ისტორიების მოყოლა
ბევრი ვიფიქრე, სანამ
ამ ინტერვენციას დავგეგმავდი , რადგან მინდოდა ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და
ამავდროულად თემატური ყოფილიყო და გადავწყვიტე, მათთვის მეჩვენებინა ფილმი ‘’კლასის
წინ’’ (Front of the class). ფილმში მოთხრობილია ერთი ბიჭის ისტორია, რომელიც ბავშვობიდან
ტურეტის სინდრომით იტანჯება და მას ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს სკოლაშიც
და შემდეგ მოზრდილობაშიც, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მისი სურვილი იმდენად დიდია,
რომ ყველანაირ დაბრკოლებას უმკლავდება და იწყებს მასწავლებლად მუშაობას , ბოლოს კი
წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოსაც კი მიიღებს. ეს ფილმი
რეალურ ისტორიაზეა აგებული. მოსწავლეებს ვთხოვე ფილმის ყურების პროცესში პარალელი
გაევლოთ რეალურ ცხოვრებაში ხომ არ ჰქონიათ მსგავსი მაგალითები მათ ირგვლივ და მომდევნო
გაკვეთილისთვის მოეტანათ ჩანაწერები მსგავსი სიტუაციების არსებობის შემთხვევაში. მოსწავლეებმა
ძალიან დიდი ინტერესით უყურეს ფილმს და მომდევნო გაკვეთილზე განიხილეს მისი შინაარსი.
ისინი შეეცადნენ ინგლისურად ესაუბრათ ფილმის შინაარსზე. დაფაზე , წრეში ჩავაწერინე
მთავარი გმირის სახელი და ყველა დეტალი, რომელიც მის შესახებ გაახსენდათ. მათ იმსჯელეს,
თუ რა პრობლემები ქჰონდა ამ ბიჭს სკოლაში, როგორ ცდილობდა ის ადამიანების დაცინვისგან
თავის დაღწევას, როგორი იყო მისი ურთიერთობა მშობლებთან და ა.შ. რამდენიმე ბავშვმა
მოიტანა ჩანაწერი, სადაც აღწერილი იყო განსხვავებული ქცევის ადამიანების ისტორიები,
რომლებიც ცდილობნენ ყოფილიყვნენ ახლოს საზოგადოებასთან და ზოგიერთ მათგანს არ გამოუვიდა,
ზოგმა კი შეძლო ინტეგრაცია. მოსწავლეებს ეტყობოდათ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ
ფილმის ნახვის გამო. ბოლოს მათ ვაყურებინე10-
წუთიანი ვიდეო, სადაც ამ ფილმის რეალური გმირი - ბრედ კოჰენი თავის ისტორიას ჰყვება.
ბავშვებმა დიდი გულისყურით უყურეს ამ ადამიანის რეალურ ისტორიას. ფილმის და ვიდეოს ყურების და განხილვის შემდეგ
, მე ვთხოვე მათ, გაეკეთებინათ პროექტი , სადაც მოიძიებდნენ ადამიანებს, რომლებმაც
მიუხედავად შეზღუდული შესაძლებლობებისა ან რაიმე ფიზიკური დარღვევისა, შეძლეს გამხდარიყვნენ
ცნობილები და წარმატებულები. ამისთვის ისინი დავყავი ჯგუფებად (შემთხვევითობის პრონციპით,
4-5 ბავშვი ჯგუფში) და განვუსაზღვრე დრო
10 დღე პროექტის მოსამზადებლად.
განსაზღვრული დროის შემდეგ
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნამუშევრები - ფორმატის ფურცლებზე მომზადებული პროექტები,
სადაც იყო რეალური ისტორიები სხვადასხვა პიროვნებაზე. მათი ბიოგრაფიული ფაქტები, სურათები
და საინტერესო ცხოვრებისეული გამოწვევები ძალიან გულმოდგინედ ჰქონდათ გადატანილი ფურცლებზე.
ჯგუფიდან თითო მოსწავლემ გააკეთა ნამუშევრევბის პრეზენტაცია და ბოლოს გამართეს დისკუსია,
თუ რომელი ისტორია იყო მათთვის ყველაზე საინტერესო, მისაბაძი და ა.შ. ასევე გაავლეს
პარალელი საკუთარ თავთან და მოჰყვნენ, თუკი რომელიმეს გამოუცდია რამე პრობლემა საზოგადოებაში
ინტეგრირების პროცესში, თანატოლებთან ურთიერთობისას და ა.შ. მათ თქვეს, რომ ფილმმა
და სხვა ადამიანების ისტორიებმა მათში მეტი მოტივაცია და დადებითი შეგრძნებები აღძრეს.
ამით
ეს ინტერვენციაც დასრულდა და, რა,თქმა უნდა, ამ ინტერვენციის ბოლოსაც დავურიგე მოსწავლეებს
კითხვარები.
1.კითხვარი მოსწავლეებისთვის
რეალური ისტორიების მოყოლა მე დამეხმარა:
მოტივაციის ამაღლებაში
|
20
|
40%
|
სიმორცხვის დაძლევაში
|
20
|
10%
|
გაკვეთილზე ხალისიანი
განწყობის შექმნაში
|
20
|
20%
|
მიბიძგა მეტი მესაუბრა
ინგლისურად
|
20
|
30%
|
2.მასწავლებლის ჟურნალი
რეალური ისტორიების მოყოლა მოსწავლეებს დაეხმარა :
მოტივაციის ამაღლებაში
|
20
|
30%
|
სიმორცხვის დაძლევაში
|
20
|
20%
|
გაკვეთილზე ხალისიანი
განწყობის შექმნაში
|
20
|
30%
|
ინგლისურად საუბარში
|
20
|
20%
|
საბოლოოდ კი, ყველა ინტერვენციის
შემდეგ გამოთქმული მოსაზრებების მონაცემთა ანალიზი კი ასე გამოიყურება:
რაში დაგეხმარათ თამაშებით და იმიტაციებით სწავლება? დაალაგეთ იმ თანმიმდევრობით,რომელიც,
თქვენი აზრით, უფრო მეტად დაგეხმარათ (მაგ. 1-სიმორცხვი დაძლევა, 2-მოტივაციის ამაღლება
და ა.შ.)
საკითხი
|
სტუდენტი
|
%
|
მოტივაციის ამაღლებაში
|
20
|
30%
|
სიმორცხვის დაძლევაში
|
20
|
20%
|
სასაუბრო უნარების
განვითარებაში
|
20
|
20%
|
თანამშრომლობითი
უნარების განვითარებაში
|
20
|
10%
|
გაკვეთილზე მეტი
ხალისით ყოფნაში
|
20
|
20%
|
პროექტის ვადები
აქტივობები
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
პრობლემის იდენტიფიცირება
|
×
|
|
|
|
|
|
|
|
ლიტერატურის დამუშავება
|
×
|
×
|
|
|
|
|
|
|
კვლევის გეგმის შემუშავება
|
|
×
|
|
|
|
|
|
|
ანკეტირება
|
|
×
|
×
|
|
|
|
|
|
მონაცემთა შეგროვება და დამუშავება
|
|
|
×
|
|
|
|
|
|
ინტერვენციების დაგეგმვა
|
|
|
×
|
|
|
|
|
|
ინტერვენცია 1
|
|
|
|
×
|
|
|
|
|
ინტერვენცია 2
|
|
|
|
|
×
|
|
|
|
ინტერვენცია 3
|
|
|
|
|
×
|
|
|
|
ინტევრვენცია 4
|
|
|
|
|
|
×
|
|
|
ინტერვენცია 5
|
|
|
|
|
|
|
×
|
|
ინტერვენციების შედეგების ანალიზი
|
|
|
|
|
|
|
×
|
|
დასკვნა/რეკომენდაცია
|
|
|
|
|
|
|
×
|
|
პრეზენტაცია
|
|
|
|
|
|
|
|
×
|
მიგნებები
კვლევის შედეგად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი მოზარდის აღზრდის
პროცესში თამაშებით და იმიტაციებით სწავლება ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და გამართლებული
ხერხია შედეგზე გასასვლელად. ხალისიანი გარემო, თავისუფალი სივრცე, ნაკლები შეზღუდვები
და სწორად გაცემული ინსტრუქციები წარმატების ყველაზე ადვილად მისაღწევი გზებია. როდესაც
ურთიერთობა გვიწევს ბავშვებთან, რომელთა ფსიქიკა ძალიან სათუთი და ადვილად სამართავია,
აუცილებელია, მივაწოდოთ მათ მაქსიმალურად ხალისიანი დავალებები, მათი ასაკის შესაბამისი
აქტივობები და ,რა თქმა უნდა ,აქტუალური თემები, რომელთანაც მათ ყოველდღე აქვთ შეხება.
შევეცადე ამ კვლევის ფარგლებში სწორედ ასეთი
თემები ამერჩია, რამაც, მე მგონი, გაამართლა
და მოსწავლეებში მეტი ინტერესი და მოტივაცია აღძრა. თამაშებით სწავლებამ მათში გააუმჯობესა ბევრი უნარი,
მათ შორის სასუბრო, თანამშრომლობითი და ემოციების გამოხატვის უნარ-ჩვევები. მიზანი,
რომელიც კვლევის დასაწყისში დავისახე - მეტად საუბარი ინგლისურ ენაზე, ნაკლები სიმორცხვე
და ნაკლები კომპლექსები, კვლევის ბოლოს 80%-ით მიღწეული აღმოჩნდა. მოსწავლეებს აღარ ერიდებოდათ ერთმანეთის წინაშე
ინგლისურად საუბარი და შეცდომების დაშვება. მათ შორის ჩამოყალიბდა მეტად მეგობრული
და თავდაჯერებული გარემო. მომავალ წელსაც აუცილებლად
გავაგრძელებ მსგავსი ინტერვენციების განხორციელებას მათთან, რომ მიღებული შედეგი კიდევ
უფრო მეტად დავხვეწოთ და ცოდნა გავაღრმაოთ.
დასკვნა/რეკომენდაცია:
ჩემი აზრით, ყველა პედაგოგმა, ვინც კვლევას ჩაატარებს, პირველ რიგში ზუსტად
უნდა განსაზღვროს მისი მოსწავლეების საჭიროებები. მან უნდა იცოდეს თითოეული მოსწავლის
ზოგადი ფსიქოტიპი, რადგან შეძლოს ინდივიდუალურად მიუდგეს მათ. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს,
რომ შესაძლოა კვლევაში ყველა მოსწავლეს არ მოუნდეს მონაწილეობა და მოიძიოს ხერხები
მათი ინტეგრირებისთვის, რომ კლასიდან გარიყულად არ იგრძნონ თავი. კვლევის პროცესში
უნდა ჩართოს რაც შეიძლება მეტი თვალსაჩინოება და პრაქტიკული მაგალითი, რეალური ცხოვრებიდან
სიტუაციები, საინტერესო ისტორიები და ა.შ. რათა მოხდეს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
აგრეთვე აუცილებელია ინტერვენციების ისე დაგეგვმა, რომ ყველა მოსწავლემ შეძლოს მასში
მონაწილეობის მიღება. კვლევის პროცესში პედაგოგი
უნდა ცდილობდეს თითოეული გაკვეთილი იყოს კარგად დაგეგმილი და თემა ზუსტად შერჩეული.
აგრეთვე მნიშვნელოვანია , რომ მასწავლებელს ჰქონდეს კოლეგებთან მუდმივი თანამშრომლობა, უზიარებდეს მათ თავის მოსაზრებებს და იღებდეს მათგან
რეკომენდაციებს. პირადად მე ამ კვლევის წარმართვაში ძალიან დამეხმარა კოლეგებთან მუდმივი
კონტაქტი, მათგან სხვადასხვა სახის რეკომენდაციის მიღება და მათ მიერ აღმოჩენილი ხარვეზების
შესწორება.
ამ კვლევამ ცალსახად დამანახა,
რომ სასაუბრო უნარ- ჩვევების ჩამოყალიბების პროცესში, აუცილებელია მაქსიმალურად სახალისო
ინტერვენციების დაგეგმვა , მოსწავლეებში სიმორცხვის და სხვა კომპლექსების ნელ-ნელა
განეიტრალება და მათი სწორ გზაზე დაყენება. სწორ გზაში კი ვგულისხმობ იმის სწავლებას,
თუ როგორ უნდა ისწავლონ და გამოიმუშაონ რომელიმე კონკრეტული უნარი, ჩვენს შემთხვევაში
ეს უნარი ინგლისურ ენაზე სწორად საუბარია. პატარა კომპონენტების გამთლიანებით, რომელიც
კვლევის დასაწყისში გამოვიყენე, საბოლოოდ ერთი მთლიანი მივიღეთ,რაც სწორ, ნაკლები შეცდომებით
საუბარში გამოიხატება.
ყოველივე აქედან გამომდინარე,
მინდა ვურჩიო ჩემს კოლეგებს, რომლებიც აპირებს სამომავლოდ კვლევის ჩატარებას, პირველ
რიგში სწორად შეარჩიონ საკვლევი თემა და აუცილებლად გავლენ შედეგზე. ბოლოს კი რომ გადახედავენ
ნამუშევარს, მიხვდებიან, რომ სწორი მიმართულება აირჩიეს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა
- მიზანი მიღწეულია.
ბიბლიოგრაფია
Brown, H. D. 2001.
Teaching by Principles: An Interactive Approach to Language Pedagogy. New York:
Longman.
Burnkart, G.S. (1998). “Spoken language: What it is and how to
teach it.” მოძიებულია 15.10. 2018 http://www.nclrc.org/essentials/spe
aking/goalsspeak.htm
Celce-Murica. M (2001) Teaching
English as a Second or a Foreign Language (3rd ed). USA
Heinle&Heinle
Hong, L. (2002). Using games in teaching English to young
learners. The Internet TESL Journal. Retrieved June 27, 2013, from http://www.iteslj.org/Lessons/Lin-
Using Games.html
კაპანაძე ნ.
(2016 ) ’’მასწვალებელი’’ - ინტერნეტ-
ჟურნალი . პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: თემას გამოცდილება გვკარნახობს. მოძებულია
10.10.2018 http://mastsavlebeli.ge/?p=10746
ლობჟანიძე ს. (2012) ‘’მასწავლებელი’’- ინტერნეტ-ჟურნალი. როგორ წარვმართოთ
პედაგოგიური კვლევები. მოძიებულია 10.10.2018
http://mastsavlebeli.ge/?p=281
Nunan, D. 1991. Language Teaching Methodology. A Textbook for
Teachers. New York: Prentice Hall International, Ltd
Ochoa,D.L.(2002) Growing self-esteem and discovering intelligences
through oral production. Issues in teacher’s professional development,3,58-62
უზნაძე, დ. (2009) განწყობის ფსიქოლოგია.
‘’საქართველოს მაცნე ‘’
Wright,A. Betteridge,D &Buckby .M(1984) Games for Language
learning. Cambridge University
დანართი
დანართი 1.
კვლევის კითხვარი მოსწავლეებისთვის
1.ოთხი ძირითადი მიმართულებიდან (წერა, კითხვა, საუბარი,მოსმენა)რომელია
თქვენი აზრით ყველაზე რთული? დაალაგეთ მიმართულებები იოლიდან რთულისკენ იმ თანმიმდევრობით , რამდენადაც რთული გეჩვენებათ ის კონკრეტული მიმართულება.
მაგ: წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა.
1.
2.
3.
4.
2.რამდენად ხშირად საუბრობთ ინგლისურად გაკვეთილზე?
1.ყოველთვის 2.ზოგჯერ. 3.იშვიათად
4.არასოდეს
3. თქვენი აზრით, რატომ ვერ საუბრობთ თავისუფლად
ინგლისურ ენაზე?
1. არ მაქვს ლექსიკური
მარაგი
2.მეშინია არასწორად
საუბრის გამო მეგობრებმა არ დამცინონ
3.ზოგადად მაქვს ხალხის
წინაშე საუბრის კომპლექსი
4.არ ვუთმობ საკმარის
დროს ინგლისურის მეცადინეობას
5.სხვა.... (შეგიძლიათ
დაწეროთ კონკრეტული მიზეზი) -
4. როგორი ტიპის გაკვეთილი მოგწონთ?
1. თამაშებით დატვირთული 2.სტანდარტული
დანართი 2.
კვლევის
კითხვარი მშობლებისთვის
(ანკეტირება ანონიმურია. გთოხვთ ნუ დააწერთ ინიციალებს
ან სახელს და გვარს )
ძირფასო მშბლებო, მოხარული ვიქნები თუ თქვენც მიიღებთ
მონაწილეობას კვლევაში, რომელსაც ვაწარმოებ თქვენი შვილების კლასში და რამდენიმე შეკითხვას
უპასუხებთ გულწრფელად. ეს პასუხები დამეხმარება კვლევის უკეთ წარმართვაში. მადლობას
გიხდით დახმარებისთვის.
1.
რამდენ დროს უთმობს თქვენი შვილი ინგლისური
ენის მეცადინეობას ?
1.30 წთ -1სთ 2.1სთ-2სთ 3.საერთოდ
არ უთმობს დროს
2.
ხშირად უმოწმებთ თუ არა სკოლაში წასვლამდე
საშინაო დავალების მზაობას?
1.იშვიათად 2.ხშირად 3.არასოდეს
3.
როგორი დამოკიდებულება აქვს ინგლსურის
- როგორც საგნის მიმართ?
1.დადებითი 2. უარყოფითი 3.საშუალო
4.
თქვენი აზრით, რომელი მიმართულება უფრო
უჭირს ?
1.წერა 2.კითხვა
3.საუბარი 4.მოსმენა
5.
მოგეწონებოდათ თუ არა, თქვენი შვილის
კლასში ინგლისური ენის გაკვეთილზე მეტი თამაში და იმიტაციები ყოფილიყო სტანდარტული გაკვეთილისგან განსხვავებით.
1.დიახ 2.არა
საბაზო და საშუალო საფეხური - III დონე (ს.III)
უცხოური ენა
სტანდარტი
წლის ბოლოს
მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:
მოსმენა
|
კითხვა
|
წერა
|
უცხ.ს.III.1. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია
(დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ) ყოფით
თემებზე.
უცხ.ს.III.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს
და გაიგოს მოკლე ინსტრუქციები, შეტყობინებები, საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში გაკეთებული განცხადებები.
უცხ.ს.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს
და გაიგოს საინფორმაციო აუდიოჩანაწერები.
უცხ.ს.III.4. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას
მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.
|
უცხ.ს.III.5. მოსწავლეს შეუძლია
კორესპონდენციის გაგება (ოფიციალური ხასიათის
ღია ბარათი, პირადი წერილი ან მისი ელექტრონული ვერსია).
უცხ.ს.III.6. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს
სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი (მაგ.,
დაიჯესტი, ბიოგრაფიული ცნობარი, ანოტაცია და სხვა).
უცხ.ს.III.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს
მცირე ზომის თხრობითი ტექსტი (მაგ., ადაპტირებული მოთხრობა, მოგონება, ნამდვილი
ამბავი და სხვა).
უცხ.ს.III.8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლები, ნასწავლი
ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.
უცხ.ს.III.9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის/ნაწყვეტის ხმამაღალი კითხვა.
უცხ.ს.III.10. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი
ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.
|
უცხ.ს.III.11. მოსწავლეს შეუძლია წერილის მიწერა წარმოსახვითი ან რეალური ადრესატისათვის
(უცხოელი თანატოლისათვის, მეგობარისათვის
და სხვა).
უცხ.ს.III.12. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა
სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის (ცნობარის,
ანოტაციის, დაიჯესტის და სხვა) შედგენა.
უცხ.ს.III.13. მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტების
შედეგნა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.
უცხ.ს.III.14. წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს
და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი
უნარ-ჩვევები.
უცხ.ს.III.15. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა
სტრატეგიას წერითი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და წერითი მეტყველების
უნარის გასაუმჯობესებლად.
|
ლაპარაკი
|
კულტურათა დიალოგი
|
უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება
(მედიაცია)
|
სწავლის სწავლა
|
უცხ.ს.III.16.
მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.ს.III.17.
მოსწავლეს შეუძლია თავი გაართვას ყოფით საკომუნიკაციო სიტუაციას.
უცხ.ს.III.18.
მოსწავლეს შეუძლია დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით საუბარი.
უცხ.ს.III.19.
მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
უცხ.ს.III.20.
მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად.
|
უცხ.ს.III.21. მოსწავლე იცნობს
სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.
უცხ.ს.III.22. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოურენოვანი
კულტურული და სოციოკულტურული თავისებურებების მიმართ.
|
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა
ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო
სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება;
დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს
და სხვა).
|
უცხ.ს.III.24. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის
დახმარებით განსაზღვროს შესასრულებელი დავალების
მოთხოვნები.
უცხ.ს.III.25. მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად.
უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების
გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
უცხ.ს.III.27.
მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა
ხერხს ლექსიკური მარაგის განსამტკიცებლად და გასამდიდრებლად.
უცხ.ს.III.28. მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიების
გამოყენება გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.
უცხ.ს.III.29. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან,
მასწავლებლებთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
|
კვლევის
რეფლექსია
2018-19 სასწავლო
წელს გადავწყვიტე ჩამეტარებინა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მე-7 კლასში,
სადაც, ჩემი აზრით , ყველაზე მეტად უჭირდათ
ჩემს მოსწავლეებს ინგლისურად საუბარი. რა თქმაუნდა,
სხვა კლასებშიც იყო მსგავსი პრობლემა, თუმცა ეს კლასი რიცხობრივადაც
იძლეოდა კვლევის უკეთ ჩატარების შესაძლებლობას, რადგანაც, მოგეხსენებათ, რა რთულია მრავალრიცხვოვან კლასებში
ნებისმიერი აქტივობის ხარისხიანად ჩატარება. ამიტომ ავირჩიე 20 -ბავშვიანი კლასი, სადაც
იყვნენ სხვადასხვა ეროვნების ბავშებიც , რომელთაც ენის ბარიერიც გააჩნდათ, რაც თავის
მხრივ იწვევდა ხან სიმორცხვეს, ხან საუბრის კომპლექსს და ეს ყველაფერი ერთად კვლევისთვის
საინტერესო ბაზას ქმნიდა. მინდოდა კვლევა ყოფილიყო აქტუალური და რადგანაც დღეს,
21-ე საუკუნეში, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ენად ინგლისური ითვლება, ხოლო მისი ცოდნის
გადმოცემა ძირითადად საუბრითაა შესაძლებელი, ამიტომაც ავირჩიე თემა ‘’ზეპირმეტყველების უნარის განვითარება უცხო ენის
სწავლების პროცესში.’’ ვინც უცხო ენას სწავლობს, მისი საბოლოო მიზანი ხომ ამ ენაზე
კარგად, გაბმულად მეტყველებაა, ამიტომ ჩემი, როგორც მასწავლებლის, მთავარი მიზანიც
ეს არის, რომ ჩემს მოსწავლეებს ისე შევასწავლო ენა, რომ მათ შეძლონ ინგლისურად არა
მხოლოდ საუბარი, არამედ ამ ენაზე ფიქრიც, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ენა
ათვისებული აქვთ ძირფესვიანად.
სანამ კვლევას დავიწყებდი
ჯერ გავიარე კონსულტაციები იმ კოლეგებთან , რომლებსაც უკვე ჰქონდა ჩატარებული მსგავსი
კვლევები. დავიწყე ინტერნეტ სივრცეში სტატიების კითხვა და ვიდეობის ყურება, რომ ყველა
დეტალი, რომელიც კვლევის პროცესში დამჭირდებოდა, გამეთვალისწინებინა. თვალი გადავავლე
ტრენინგის მასალას, რომელიც გასულ წელს გავიარე , დავიწყე თემის გარშემო ლიტერატურის
ძიება და მოვემზადე კვლევის დასაწყებად.
როდესაც მივხვდი,
რომ მზად ვიყავი კვლევის დასაწყებად, ჩამოვწერე ყველა ის კომპონენტი ,რაც აუცილებელია
კვლევის წარმართვისას :
Ø
შესავალ;
Ø
პრობლემის აქტუალობის
დასაბუთება/პრობლემის გამომწვევის მიზეზები;
Ø
ლიტერატურის მიმოხილვა;
Ø
კვლევის მიზნები და ამოცანები/საკვლევი
კითხვების ფორმულირება;
Ø
კვლევის მეთოდების განხილვა/კვლევის
დაგეგმვ;
Ø
ინტერვენციის დაგეგმვა/განხორციელება;
Ø
ინტერვენციების შედეგების
ანალიზი
Ø
პროექტის ვადები/მიგნებები;
Ø
დასკვნა/რეკომენდაციები
Ø
ბიბლიოგრაფია;
Ø
დანართი.
დავიწყე შესავლით, სადაც ჩამოვწერე ის მიზეზები, თუ რატომ იყო აუცილებელი
ამ საუკუნეში ზეპირმეტყველების უნარების განვითარება მოსწავლეებში, შემდეგ დავწერე
ცოტაოდენი ინფორმაცია ჩემი პედაგოგიური გამოცდილების შესახებ და დავასახელე მიზეზები,
თუ რატომ ვაკეთებდი ამ კვლევას, რატომ იყო ის აქტუალური, რამ გამოიწვია მოსწავლეებში
საუბრის უნარ-ჩვევის დაქვეითება და ა.შ.
აუცილებელი კომპონენტი იყო პრობლემის აქტუალობის დასაბუთება, სადაც ცალსახად
დავასაბუთე, რომ ნამდვილად აქტუალურ პრობლემას შევეხე ამ კვლევის ფარგლებში, რადგან
ზეპირმეტყველების უნარის განვითარებას ხშირად ხელს უშლიდა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა
შეცდომების დაშვების შიში , ენობრივი ბარიერი (ეთნიკურად განსხვავებული მოსწავლის შემთხვევაში),
სიმორცხვე,ლექსიკური ერთეულებისა და გრამატიკული სტრუქტურების არცოდნა,ამისათვის აუცილებელი
იყო,ჯანსაღი გარემოს შექმნა,სადაც იგი იგრძნობდა მასწავლებლებისა და თანატოლებისაგან
კეთილგანწყობას და მხარდაჭერას.
შემდეგი ეტაპი იყო ლიტერატურის მიმოხილვა.
ლიტერატურის დამუშავების და ძებნის პროცესში გადავაწყდი საინტერესეო ვიდეო
გაკვეთილებს, სადაც იმიტაციით სწავლება იყო წარმოდგენილი. ეს ვიდეოები ძალიან მომეწონა
და გადავწყვიტე ,აქტიურად გამომეყენებინა პრაქტიკაში, რადგან იმიტაციებით სწავლება,
თამაშებით სწავლების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე
გამართლებული ხერხია ენის სწავლების პროცესში. ის ამავდროულად საინტერესო
და სახალისოა. ამიტომ ისიც გამოვიყენე ინტერვენციების დაგეგმვისას. წავიკითხე რამდენიმე
უცხოელი და ქართველი მწერლის სტატია, დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია კი ამოსავალ
წერტილად დავისახე, რადგან ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი რაიმეს მისაღწევად არის - განწყობა.
ამიტომ მეც შევეცადე მოსწავლეებამდე რაც შეიძლება სწორად მიმეტანა კვლევის არსი და
განმეწყო ისინი მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგის მისაღებად..
მოკლედ,განვსაზღვრე კვლევის ვადა, შევადგინე კვლევის გრაფიკი, დავისახე
კვლევის მიზანი და მისი მისაღწევი ამოცანები.
მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება
თავდაჯერებული და მოტივირებული გამეხადა მოსწავლეები
და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით , მაქსიმალურად ამელაპარაკებინა ისინი ინგლისურ
ენაზე. ასეთი მეთოდებიდან კი შევარჩიე იმიტაციის
მეთოდი, გულახდილი საუბრები ნებისმიერ თემაზე, როლური თამაშები, ვიდეობის ჩვენება და
მათში მოსმენილი დიალოგების გამეორება. ანუ ძირითადად სწავლა - იმიტაციით და თამაშით უნდა წარმართულიყო,
რადგან ძალიან ბევრი ნაშრომი გვიჩვენებს, რომ ასეთი სწავლების დროს შედეგი უფრო ადვილად
მისაღწევია, ვიდრე სხვა მეთოდების შემთხვევაში.
გამოვკვეთე საკვლევი კითხვები,რათა
კვლევა სწორად წარმართულიყო. უმთავრესი კთხვა იყო „აუმაღლებს თუ არა მოტივაციას მოსწავლეებს იმიტაციით და თამაშებით სწავლება?“ და აგრეთვე გამოვყავი 3 ქვეკითხვა:
1.
როგორი ტიპის იმიტაციები უნდა გამოვიყენო საუბრის უნარ-ჩვევის
გასაუმჯობესებლად?
2.
როგორი სირთულის დიალოგები / ვიდეოები გამოვიყენო, რომ
ადვილად შეძლონ ნანახი და მოსმენილი მასალის ათვისება და როლებში გამეორება?
3.
როგორი გაკვეთილი იქნება მათთვის საინტერესო - სტანდარტული
თუ თამაშებით დატვირთული?
შემდეგი ეტაპი იყო კვლევის მეთოდები. როგორც ვიცით, არსებობს
კვლევის ორი მეთოდი - რაოდენობრივი და თვისებრივი . შევეცადე ამ კვლევის ფარგლებში
გამომეყენებინა ორივე მათგანი და მიზნობრივი ჯგუფის განსაზღვრის შემდეგ შევარჩიე შემდგეი
ინსტრუმეტები:
1. ინტერვიუ 2.საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება(მასწავლებლის ჟურნალი) . 3.ანკეტირება
მეტი ინფორმაციისთვის და კვლევის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის განვახორციელე მოსწავლეებთან ინტერვიუ, რამაც საშუალება მოგვცა დეტალური ინფორმაცია მიმეღო ,თუ
რა ფაქტორი უშლის ხელს
მოსწავლეებს ინგლისურად საუბარში , რა პრობლემებს და
სირთულეებს აწყდებოდნენ მასწავლებლები სიტყვების სწავლის და
მათი გადმოცემის პროცესში და
როგორი იყო მათი აზრი
ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. ინტერვიუ შედგა კლასის იმ
მოსწავლეებთან, რომლებმაც სურვილი თვითონ გამოთქვეს. მათ
დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და
გამოიკვეთა ძირითადი პრობლემა, რომ
საუბრისას ხელის შემშლელი ფაქტორები იყო სიტყვების არასწორად წარმოთქმის და
გრამატიკულად დროში არასწორად ჩასმის შიში,
თანაკლასელების წინაშე შეცდომების დაშვებისას კრიტიკის ობიექტად ყოფნა და
არასაკმარისი დროის დათმობა ინგლისურის, როგორც საგნის მიმართ.
დაკვირვების პროცესში ჩანაწერები გავაკეთე მასწავლებლის ჟურნალში. ეს ჟურნალი დამეხმარა ყველა იმ დეტალის და
პრობლემის გაანალიზებისთვის,რომელიც კვლევისთვის მჭრდებოდა. ამ ჟურნალში ჩავინიშნე
ყოველ გაკვეთილზე მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები. რა გაიგეს, რა გაუჭრდათ
, როგორ მოეწონათ კონკრეტული იმიტაციის ვიდეო,
როლური თამაშები და ა.შ.
კვლევის დაწყებამდე მოვამზადე
კითხვარები მოსწავლეთათვის,რათა დავრწმუნებულიყავი საკვლევი თემის სწორად შერჩევაში. სამი ტიპის კითხვარი გამოვიყენე : მარტივი, ღია და დახურული.მათი საშულებით
კი შევაგროვე მონაცემები იმის შესახებ , თუ როგორ გრძნობდნენ ბავშვები თავს იმიტაციური
თამაშის დროს და შემდეგ თუ რა გაიუმჯობესეს
მათ ამ თამაშების შემდეგ და რა შეიძლებოდა შემეცვალა , რომ ისინი უფრო გულახდილები
და გახსნილები ყოფილიყვნენ. რომ გემეგო მათი
მოსაზრება და განწყობა, შევადგინე კითხვები,
რომელსაც ყოველი ინტერვენციის ბოლოს ვეკითხებოდი.
პირველი ანკეტირება შემდგომში მდგომარეობდა:
შევახსენე მათ ის ოთხი
ძირითადი მიმართულება, რომელსაც ვიყენებდით სწავლის პროცესში და ვთხოვე დაელაგებინათ
ისინი სირთულის მიხედვით 1-დან 4-მდე. შემდეგ კი ეს შეკითხვაც და სხვა რამდენიმე კითხვა
ანკეტის სახით მივაწოდე მათ. ანკეტირება იყო
ანონიმური, რათა მათი პასუხები ყოფილიყო გულწრფელი და მათ თავისუფლად დაეფიქსირებინათ
საკუთარი აზრი.
მოსწავლეებმა შეავსეს ანკეტები და მე მათი მონაცემები კვლევაში შევიტანე
ცხრილის სახით, პროცენტული მაჩვენებლებით.
ამავე დროს მოვამზადე კითხვები მშობლებისთვისაც , რაც, ჩემი აზრით, ძალიან დამეხმარებოდა
ამ კვლევის პროცესში, რადგან მათ უკეთ იცოდნენ თავიანთი შვილების თვისებები, ქცევები,
სწავლისადმი დამოკიდებულება, საგნის მიმართ დამოკიდებულება და ა.შ. ამიტომ მოვამზადე
მარტივი , დახურული ტიპის ანკეტა და გავუგზავნე ის მშობლებს ბავშვების ხელით. დრო მივეცი 3 დღე ანკეტების შესავსებად. მშობლების ანკეტირების შედეგებიც კვლევაში ცხრილი სახით
წარმოვადგინე და ის ძალიან დამეხმარა ამა თუ იმ პრობლემის გააზრებასა და გადასაჭრელი
გზების ძიებაში.
კვლევის დაგეგმვისას
პირველ რიგში გავითვალისწინე, რომ ჩატარებული კვლევა, რა თქმა უნდა, სასარგებელო უნდა ყოფილიყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლისთვის და ჩემი კოლეგებისთვისაც,
რადგან ის აქტუალურია უცხო ენის ყველა პედაგოგისთვის
. მას უნდა განევთარებინა
მოსწავლეებისთვის :
§
თანამშრომლობა და ჩართულობა;
§
თვითდაჯერებულობის უნარის
გაზრდა;
§
მოტივაციის ამაღლება.
მასწავლებელითვის უნდა
მიეცა საშუალება:
§
მოსწავლეებითვის აემაღლებინა
მოტივაცია;
§
შეექმნა თავისუფალი და
თვითდაჯერებული გარემო;
§
ემართა კლასი მინიმალური
პრობლემებით;
§
განევითარებინა მოსწავლეებისთვის საუბრითვის საჭირო უნარ-ჩვევები.
შემდეგი ეტაპი იყო ინტერვენციების დადეგმვა და განხორციელება. ლიტერატურის
წაკითხვისა და დამუშავების შემდეგ გადავწყვიტე, გამეთვალისწინებინა ავტორთა მოსაზრებები
და რჩევები, დამეგეგმა ინტერვენციები და განმეხორციელებინა დაკვირვებები აღნიშნული
მეთოდების გამოყენებით დასახული მიზნის მისაღწევად
,ამისთვის შევარჩიე 5 ტიპის ინტერვენცია:
1. იმიტაციური დიალოგები;
2.როლური თამაშები;
3.ზრუნვა-გაზიარება;
4. ახსნა-გამოცნობა;
5. .რეალური ისტორიების
მოყოლა.
რა თქმა უნდა ,ეს ინტერვენციები მორგებული იყო ესგ-ს ასაკობრივ სტანდარტს.
ყოველი ინტერვენციის შემდეგ მოსწავლეებს ვურიგებდი კითხვარებს, რათა მათი დახმარებით
, გამეგო რომელმა ინტერვენციამ გაამართლა, რომელმა გამოიწვია
მათში დადებითი ემოცია ან რა არ
მოსწონდათ მოსწვალეებს აღნიშნულ ინტერვენციებში და ა.შ. ეს კითხვარები ძალიან დამეხმარა
კვლევის მიზნის სწორად განხორციელებაში. ბოლოს კი ყველა ინტერვენციის დასრულების შემდეგ
გავაკეთე მონაცემთა ანალიზი, სადაც გავაერთიანე ყველა ინტერვენციის ბოლოს მიღებული
შედეგები.
შედეგი საკმაოდ დადებითი და იმედის მომცემი აღმოჩნდა, რადგან კვლევის ბოლოსკენ,
მოსწავლეთა უმტესეობა კომპლექსის გარეშე საუბრობდა ინგლისურად. მათ არ ჰქონდათ სიმორცხვის
ან თანატოლებისგან დაცინვის შეგრძნება და ,მიუხედავად იმისა, რომ მაინც უშვებდნენ შეცდომებს
საუბრის დროს, მათი საუბრის უნარ-ჩვევები ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე წლის დასაწყისში.
ამის შემდეგ დასკვნის სახით წარმოვადგინე მიგნებები და რეკომენდაციები,
სადაც დავწერ,თუ რა სიახლეები მივიღე მე, როგორც პედაგოგმა, ამ კვლევისგან და როგორ
გამოადგებოდა ეს კვლევა ჩემს კოლეგებს. რა დამანახა საკუთარმა პრაქტიკის კვლევამ და
რას გავითვალისწინებდი მომდევნო კვლევებისას.
კვლევის ბოლოს დანართის სახით წარმოვადგინე ბიბლიოგრაფია და კვლევის კითხვარები.
აგრეთვე ნაშრომში წარმოდგენილია თითოეული ინტერვენციის შემდეგ გამოკითხვის შედეგები
ცხრილების სახით.
ყოველივე აქედან გამომდინარე, მინდა ვიფიქრო, რომ კვლევის მიზანს, რომელიც
მის დასაწყიში დავისახე, მივაღწიე კვლევის ბოლოს, რა თქმაუნდა, იყო ხარვეზები, რომელსაც
აუცილებლად გავითვალისწინებ მომდევნო კვლევისას. რაც შეეხება იმას,თუ როგორ გამოადგება
ეს კვლევა ჩემს კოლეგებს, ვფიქრობ ,რომ გამოადგებთ, განსაკუთრებით კი ინტერვენციები,
რომლებიც კვლევის გარეშეც შეუძლიათ ჩაატარონ გაკვეთილებზე და ნახონ თუ როგორ აუმჯობესებს
თამაშებით და იმიტაციებით სწვალება მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდას და როგორი ადვილია
ასეთი აქტივობებით სასაუბრო უნარ-ჩვევების გამომუშავება.
2019 წლის 24 მაისს ჩავატრე კვლევის პრეზენტაცია, სადაც დეტალურად გავაცანი
ჩემს კოლეგებს კვლევის არსი, მიზანი , ინტერვენციები და ა.შ. პრეზენტაციის შემდეგ მოვისმინე
მათი უკუკავშირი , თუ რამდენად მისაღები
იყო მათთვის მსგავსი ინტერვენციების დაგეგმვა , რაში მეთანხმებოდნენ და რა იქნებოდა
უკეთესი მათი აზრით.ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ მირჩია, რომ უკეთესი იქნებოდა თუ ინტერვენციებში
უფრო მეტ აქტივობებს დავამტებდი, მეორემ კი მითხრა , რომ ძალიან მოეწონა ინტერვენცია
-‘’როლური თამაშები’’ და თვითონაც აუცილებლად განახორციელებდა თავისკლასში ამ ინტერვენციას.
სამომავლოდ აუცილებლად გავითვალიწინებ ყველა მათგანის რჩევას და მომდევნო
კვლევას კიდევ უფრო დეტალურად და მრავალფეროვანი ინტერვენციების გამოყენებით დავგეგმავ.
No comments:
Post a Comment