სამოდელო გაკვეთილი 2


გაკვეთილის გეგმის ფორმა

მასწავლებლის სახელი, გვარი:  თამარ ცანავა

პირადი ნომერი: 01027041572

საგანი: ინგლისური ენა

სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო / XI

მოსწავლეთა რაოდენობა1: 29    სსმ მოსწავლე არ არის

გაკვეთილის თემა: გლობალური დათბობა (პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი)
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მსჯელობა  გლობალურ დათბობაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე.  მათ უნდა გამართონ დისკუსია და შეეცადონ იპოვონ ამ პროცესების გამომწვევი მიზეზები. გამოკვეთონ  პრობლემა  და  გამონახონ ამ პრობლემიდან გამოსავალი. ისინი ნახავენ(მოუსმენენ) ინფორმაციებს გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით ინგლისურ ენაზე და  გადმოთარგმნიან ამ ინფორმაციას ქართულად. წარმოადგენენ მათ მიერ მომზადებულ პრეზენტაციას , სადაც ექნებათ გამოკვეთილი ამ პრობლემის გადასაჭრელი რამდენიმე ძირითადი გზა. მათ უნდა შეძლონ ათვისებული მასალის გააზრება და მისი გამოყენება პრაქტიკულ ცხოვრებაში.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გთხოვთ, მოკლედ დაასაბუთოთ, რამდენად არის გათვალისწინებული წარმოდგენილ გეგმაში კონკრეტული კლასის საგნობრივი პროგრამის მოთხოვნები (მაგ., გაკვეთილის მიზნის შესაბამისობა მისაღწევ შედეგებთან, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, სასწავლო მიზნის, თემის/თემების შესაბამისობა სასწავლო წლის მოცემულ პერიოდთან და ა.შ.)

გაკვეთილის თემა და მიზანი შესაბამისობაშია ეროვნული სასწავლო გეგმის XI კლასის ინგილსური ენის საგნობრივ სტანდარტთან.
უცხ.ს.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიო და ტელეგადაცემები, აუდიოჩანაწერები და ზეპირი გამოსვლა ნაცნობ ან მისთვის საინტერესო თემატიკაზე .
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                                                                  
·           გამოყოფს ძირითად საკითხებს;
·           ამოიცნობს ლოგიკურ კავშირებს ფაქტებს, მოვლენებს შორის;
·           ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, რა, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა);
განარჩევს ვარაუდს ფაქტისაგან, ფაქტებს დამოკიდებულებისაგან, შეფასებისაგან;
უცხ.ს.VI.15. მოსწავლეს შეუძლია საუბარი მისთვის საინტერესო/სასურველ თემაზე (საყვარელ გადაცემაზე, ფილმზე, გმირზე, მოგზაურობაზე და სხვა).
       შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           აკონკრეტებს საუბრის თემას;
·           აკეთებს მცირე რეზიუმეს წაკითხულის, ნანახის, მოსმენილის გარშემო;
·            გადმოსცემს საკუთარ დამოკიდებულებას, განწყობას, თვალსაზრისს;
·            
უცხ..VI.16.  მოსწავლეს შეუძლია წარმოადგინოს ზეპირი მოხსენება (პრეზენტაცია) აქტუალური საკითხის, პრობლემის გარშემო.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
             ასახელებს თემას;
             შესავალ ნაწილში წარმოადგენს, გამოკვეთს პრობლემას;
             გამოკვეთს პრობლემის გამომწვევ  მიზეზებს;
             საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
             საუბრობს მოსალოდნელ კავშირებზე;
             წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზებს;
             გამოაქვს დასკვნა;
             მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით
დრო (წთ.)
1
I ფაზა - გამოწვევა
 საორგანიზაციო საკითხები,
ü  მისალმება, დასწრების აღრიცხვა,
ü  გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობა,








აქტივობა-1 იპოვეთ განსხვავება  (Find the difference)
წინარე ცოდნის გააქტიურება, განწყობის შექმნა
მიზანი:
გაკვეთილი წარიმართოს ეფექტურად, მოსწავლეებმა შეძლონ ძველ მასალაზე ახლის დაშენება, გაიაზრონ შესწავლილი მასალის როლი პრაქტიკულ ცხოვრებაში.  
აქტივობის აღწერა:
პროექტორის დახმარებით ვანახებ სხვადასხვა სურათებს, სადაც ნაჩვენებია განსხვავებები წლების წინ და ახლა დედამიწის სხვადასხვა ადგილებიდან.  შემდეგ ვეკითხებიი თუ რას ხედავენ ამ სურათებზე და ვთხოვ აღწერონ ისინი რამდენიმე წინადადებით. მათ უნდა იპოვონ თუ რა განსხვავებაა სურათებს შორის. რამ გამოიწვია ეს განსხვავებები. საბოლოოდ ისინი უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია გლობალური დათბობით და კლიმატის ცვლილებით.



ვერბალური ახსნა, ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენება.





















კითხვა-პასუხი


საერთო საკლასო
























საერთო საკლასო
 ფორმატი, რომელზედაც წერია გაკვეთილის თემა და მიზანი, რომელსაც ვაკრავ კედელზე თვალსაჩინო ადგილას, რადგან მთელი გაკვეთილის მანძილზე ახსოვდეთ, რომ ამ მიზნის მიღწევაზე უნდა იყვნენ ორიენტირებული.
საგაკვეთილო პროცესშ ჩართულობის და ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.
წინასწარ არის გამოკრული კედელზე, რათა მუდმივათ ჰქონდეთ მოსწავლეებს მათზე წვდომა.









პროექტორი, კომპიუტერი და სურათები- მიზანშეწონილია მასალის უკეთ ასათვისებლად და თვალსაჩინოების უკეთ აღსაქმელად.
1-2წთ

























2-3წთ

2
II ფაზა -შინაარსის რეალიზება

აქტივობა-2  ტექსტის აწყობა (5-7 წთ)
მიზანი: კითხვის და გააზრების უნარების განვითარება
აქტივობის აღწერა:
ბავშვები სხედან 5-6 კაციან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ვურიგებ კონვერტში მოთავსებულ მათთვის უცხო, მომცრო ზომის სტატიას გაზეთიდან, რომელიც  დაშილი იქნება რამდენიმე ნაწილად. მოსწავლეებმა უნდა ააწყონ ტექსტი,  წაიკითხონ და გადათარგმნონ. შემდეგ კი უნდა იმსჯელონ თუ რომელი ინფორმაცია იყო გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული და რომელი იყო უბრალოდ უბედური შემთხვევა.
აქტივობის განმავლობაში ვაკვირდები მათ მუშაობას ჯგუფებში და ვაკეთებ ჩანაწერებს , რომელსაც გაკვეთილის ბოლოს გამოვიყენებ მათ შესაფასებლად.

თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი/ კითხვა-პასუხის მეთოდი
ჯგუფური
სტატია გაზეთიდან - ხელს შეუწყობს თანამშრომლოითი უნარების განვითარებას, რადგან დაშლილი სტატია უნდა ააწყონ ჯგუფში და იმსჯელონ მის შინაარსზე. თუ რამ გამოიწვია ამ სტატიაში მოცემული სიტუაცია - გლობალურმა დათბობამ თუ უბედურმა შემთხვევამ.
5-7წთ
3
აქტივობა-3 ვიდეოს თარგმნა
 მიზანი: მოსმენილი და ნანახი მასალის გაგება და გააზრება
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვაყურებინებ რამდენიმე წუთიან ვიდეოს, რომელიც დაკავშრებულია გლობალურ დათბობასთან, მის გამომწვევ მიზეზებთან და წლების მიხედვით დედამიწის ტემპერატურის მატებასთან.  ვიდეოს ყურების შემდეგ მათ უნდა შეძლონ შინაარსის გამოტანა და მისი გადმოთარგმნა ქართულ ენაზე. პერიოდულად ვიდეოს ყურებისას შესაძლებელია მისი დაპაუზება, რადგან უფრო გაუადვილდეთ მისი თარგმნა.
აქტივობის  განმავლობაში თუ საჭიროება მოითხოვს, ვეხმარები მოსწავლეებს  გარკვეული უცხო სიტყვების თარგმნაში.

ანალიზის მეთოდი
საერთო საკლასო
პროექტორი, კომპიუტერი, მოკლემეტრაჟიანი ვიდეო.ეს რესურსები დაეხმარება მოსწავლეებს თემის გაღრმავებაში და ანალიზის გაკეთებაში. ისინი შეძლებენ უფრო დეტალურად გამოკვეთონ არსებული პრობლემის შიგნით არსებული ცალკეული საკითხები.
8-10წთ
4
აქტივობა -4 - პრობლემის მოგვარების გზების დასახვა
მიზანი: უკვე წაკითხული და ნანახი მასალებიდან გამომდინარე პრობლემის მოგვარების გზების ძიება და დასახვა
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ვთხოვ ყველა მოსმენილი და წაკითხული მასალა გაიაზრონ და ჯგუფებში 5-8 წუთის განმავლობაში ჩამოწერონ მათი აზრით სამი ყველაზე დიდი პრობლემა , რომელიც იწვევს გლობალურ დათბობას და სამი გამოსავალი, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება მსოფლიოს მოსახელობას.
აქტივობის განმავლობაში ვაკვირდები მათ მუშაობას ჯგუფებში. პერიოდულად შევახსენებ დროის ლიმიტს.
სინთეზის მეთოდი
ჯგუფური
ფორმატის ფურცლები, ფერადი მარკერები. ამ რესუსრსების დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ანუ პრობლემის სამი ძირითადი მახასიათებლის და ამ პრობლემის  გადაჭრის სამი ძირითადი გზის მოძიებას და გადატანას ფორმატის ფურცლებზე. ამ რესურსების დახმარებით ისინი წარმოადგენენ ჯგუფურ ნამუშევარს.
8-10წთ
5
III ფაზა - გამთლიანება (რეფლექსია)
აქტივობა 5- პრეზენტაცია
მიზანი : პრეზენტაციის უნარების განვითარება
  აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს ვთხოვ წარმოადგინონ მათ მიერ ჩამოწერილი პრობლემები და მათი მოგვარების გზები. ჯგუფიდან თითო ბავშვი წარმოადგენს მათ მიერ შემუშავებულ პრეზენტაციას.
ვაკვირდები მისწავლეების მუშაობას და ვაკეთებ ჩანიშვნებს. ვაჯამებ გაკვეთილს კითხვების საშუალებით. ვახდენ განმავითარებელ შეფასებას.

დემონსტრირების მეთოდი
ჯგუფური/ინდივიდუალური
ფორმატის ქაღალდძე მომზადებული თვალსაჩინოება. ამ რესურსით მოსწავლეები შეძლებენ მათ მიერ განხილული, დასახული პრობლემის წარმოჩენას. შემდეგ ამ პრობლემის გადასაჭრელად რა გზები მოიძიეს იმის პრეზენტაციას და ერთმანეთისთვის წარდგენას. ეს რესურსი დაეხმარება მათ უკეთ წარმოადგიონ, თუ როგორ შეძლეს პრობლემის გააზრება და მისი გადასაჭრელი გზების ძიება. როგორ შეძლეს თანამშრომლობითი უნარების გამომუშავება და სწორი დასკვნების გამოტანა მთელი მოცემული მასალიდან.
8-10წთ
6
აქტივობა 6- საშინაო დავალების მიცემა
მიზანი: განიმტკიცონ ახალი მასალის ცოდნა და შეძლონ მისი გამოყენება პრაქტიკაში

აქტივობის აღწერა : ესე- ‘’Let’s save the planet’’ (‘’გადავარჩინოთ პლანეტა’’)

ინსტრუქტაჟი
საერთო საკლასო/ინდივიდუალური
რვეული- საშინაო დავალების დასაწერად.
1წთ
7
შეფასება
 მოსწავლეები ფასდებიან განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებებით,
გაკვეთილის განმავლობაში გაკეთებულ ჩანაწერებზე დაყრდნობით.


საერთო საკლასო
ჩანაწერები-გაკვეთილის განმავლობაში გაკეთებული ჩანიშვნები იძლევა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეების ობიექტური შეფასების საშუალებას.
2 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
პრობლემის გამოკვეთა, მისი გამომწვევი მიზეზების დადგენა და არსებული პრობლემის მოგვარების გზების ძიება. დისკუსიში ჩაბმა, ლოგიკური და არგუმეტირებული მსჯელობის უნარის განვითარება. თანამშრომლობითი უნარების განვითარეა. პრეზენატციისთვის საჭირო უნარების განვითარება.








შეფასება:
შეფასების კრიტერიუმები
1-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა 
მოსწავლე პასიურია, გონებაგაფანტულია, ვერ ახერხებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას.
გაკვეთილში ნაწილობრივ ჩართულია, უჭირს ყურადღების კონცენტრირება და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება
გაკვეთილზე აქტიურია, მაგრამ ვერ ახერხებს საკუთარი რის ჩამოყალიბებას
გაკვეთილზე აქტიურია, მობილიზებული,კარგად ახერხებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას. ერთვება დისკუსიაში და ახდენს საკუტარი უნარების პრეზენტაციას. 
ჯგუფური მუშაობა
მოსწვალე პასიურია და არ ცდილობს მის ჯგუფის წევრებთან კომუნიკაციას  . ვერ ავლენს საკუთარი თავის რეალიზებას.

მოსწვალე მეტ-ნაკლებად კონტაქტობს მის ჯგუფის წევრებთან. ასევე ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას.
მოსწავლე აქტიურია თუმცა უჭირს გარკვეულ საკითხებზე ჯგუფში საკუთარი აზრის დაფიქსირება.
მოსწავლე აქტიურად არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში. ცდილობს საკუთარი აზრის დაფიქსირებას. უსმენს სხვა წევრების აზრს და არის მობილიზებული.



ხელმოწერა:      

თარიღი: 04/03/2019



                                                 რეფლექსია
2019 წლის 4 მარტს , მე-11 კლასში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი თემაზე - გლობალური დათბობა. თემა აქტუალური იყო იქიდან გამომიდნარე, რომ ჩვენ, ადამიანები, ყოველდღიურ კონტაქტში ვართ იმ გარემოსთან, სადაც ვცხოვრობთ და უდიდესი წვლილი მიგვიძღვის მის განვითარებასა თუ, პირიქით ,რეგრესში. რადგან სასკოლო სახელმძღვანელოშიც ერთ-ერთი თავი სწორედ გლობალურ პრობლემებს ეხებოდა , გადავწვიტე უფრო მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა ბავშვებისთვის და მათ თვითონ გაეაზრებინათ , თუ როგორია თითოეული ადამიანის როლი დედამიწის არსებობისთვის.
გაკვეთილის დასაწყისშივე, საორგანიზაციო საკითხების შემდეგ, გავაცანი მოსწავლეებს გაკვეთილის თემა და მიზანი, შემდეგ კი შეფასების კრიტერიუმები, რომელიც მიზანთან და თამასთან ერთად დაფაზე გამოვუკარი, რომ მთელი გაკვეთილის განმავლობაში ჰქონოდათ მათზე წვდომა. რაც შეეხება გაკვეთილის მიზანს, ის მდგომარეობდა შემდეგში:  მოსწავლეებს უნდა შესძლებოდათ  მსჯელობა  გლობალურ დათბობასა და მის გამომწვევ მიზეზებზე.  მათ უნდა გამართათ დისკუსია და ეპოვათ ამ პროცესების გამომწვევი მიზეზები. გამოეკვეთათ  პრობლემა  და  ენახათ ამ პრობლემიდან გამოსავალი. ისინი ნახავდნენ(მოუსმენდნენ) ინფორმაციებს გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით ინგლისურ ენაზე და  გადმოთარგმნიდნენ ამ ინფორმაციას ქართულად. წარმოადგენდენ მათ მიერ მომზადებულ პრეზენტაციას , სადაც უნდა ჰქონოდათ გამოკვეთილი ამ პრობლემის გამომწვევი სამი ძირითადი მიზეზი და პრობლემის  გადასაჭრელი სამი ძირითადი გზა.  მათ უნდა შეძლებოდათ ათვისებული მასალის გააზრება და მისი გამოყენება პრაქტიკულ ცხოვრებაში.

პირველი აქტივობის მიზანი იყო წინარე ცოდნის გააქტიურება- მსოწავლეებს უნდა შეძლებოდათ ძველ მასალაზე ახლის დაშენება. ამისთვის გამოვიყენე პროექტორი და ვაჩვენე სურათები, სადაც გამოსახული იყო სხვადასხვა ადგილის ფოტოები წლების წინ და ახლა. მათ უნდა ეპოვნათ განსხვავებები ამ სურათებს შორის და ემსჯელათ, თუ რამ გამოიწვია, მაგალითად, ყინულის დნობა, მდინარის დაშრობა და ა.შ. მათ უნდა გამოეკვეთათ ამ მოვლენების გამომწვევი მიზეზები, რაც დაკავშრებული იყო გლობალურ დათბობასთან. მოსწვალეებმა ამ დავალებას კარგად გაართვეს თავი. იმსჯელეს მიზეზებზე, დაასახელეს მაგალითები , თუ რა იწვევდა ამ პრობლემას და გაიხსენეს წიგნიდან ნასწავლი სიტყვები ამ აქტივობის სწორად წარმოსაჩენად. აქტივობის ბოლოს მოსწავლეებს მივეცი განმავითარებელი კომენტარი.
შემდეგი აქტივობა იყო შინაარსის რეალიზება - ტექსტის აწყობა. მოსწავლეებს , რომლებიც თავიდავე ისხდნენ 5-6 კაციან ჯგუფებად (ჯგუფები შეირჩა შემთხვევითობის პრონციპით) , დავურიგე კონვერტები, სადაც იდო დაჭრილი სტატიები ონლაინ გაზეთებიდან. კონვერტების დარიგებამდე გავეცი ინსტრუქცია, რომ ამ დავალების შესასრულებლად მათ ჰქონდათ 2-3 წუთი და ამ დროის განმავლობაში უნდა გაემთლიანებინათ სტატიები და წაეკითხათ ჯგუფებში. შემდეგ კი მომდევნო 3-5 წუთის განმავლობაში უნდა განეხილათ მთლ კლასში, თუ რა შინაარსის იყო მათი სტატია და დაკავშირებული იყო თუ არა ის გლობალურ დათბობასთან , თუ რაიმე სხვა მიზეზით იყო გამოწვეული. 5 სტატიიდან 4 უკავშრდებოდა კლიმატის ცვლილებას და ერთი კი გამოწვეული იყო ადამიანების დაუდევრობით   გაჩენილი ხანძრით. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ამ აქტივობას და ზუსტად გამოიცნეს რომელი სტატია რა პროცესს შეესაბამებოდა. აქტივობის პროცესში მე ვაკვირდებოდი ჯგუფებს და ვინიშნავდი, თუ რომელი ბავშვი იყო ჩართული ჯგუფურ სამუშაოში და რომელი მათგანი პასიურობდა.
მესამე აქტივობა იყო ვიდეოს ყურება, მისი გააზრება და შინაარსის გამოტანა. ვიდეო იყო სამ წუთიანი და მასში წარმოდგენილი იყო გლობალური დათბობის მოკლე ისტორია. ყველაფერი მის შესახებ, თუ როდის და ვინ აღმოაჩინა პირველად ეს პროცესი, როგორ მიმდინარეობდა ის  მე-19 და მე-20 საუკუნეებში და რა პროცესებს გაოიწვევდა მომავალში, თუ ადამიანები არ იღონებდნენ რაიმეს ამ პროცესის შესაჩერებლად. მოსწავლეებმა უყურეს და  მოუსმინეს ვიდეოს და შეძლებისდაგვარად შეეცადნენ მის თარგმნას. გაიმართა ჯგუფებს შორის პოლემიკაც. იმსჯელეს ყველა გამომწვევ მიზეზზე, ადამიანის როლზე ამ პროცესებში. გამოკვეთეს ძალიან ბევრი მიზეზი, რაც იწვევს გლობალურ დათბობას - ტყეების გაჩეხვა, საწარმო-ქარხნები, ტრანსპორტის გამონაბოლქვი, მდინარეების დანაგვიანება, წყლის და ელექტრო ენერგიის დაუზოგავი გამოყენება, ოზონის შრეების გაფართოება, ნახშირბადის ნაკვალევის ზრდა და სხვა. შემდეგ კი იმსჯელეს, თუ რა იყო გამოსავალი ამ ყველაფრიდან და პრობლემის გადაჭრის გზებიდან გამოყვეს - წყლის და ელექტროენერგიის დაზოგვა, ელექტრო მანქანების გამოყენება, მეტი სეირნობა ფეხით და ველოსიპედით, საწარმოებში გამწოვი ფილტრების დაყენება, მზის ენერგიის გამოყენება, ხეების დარგვა და ა.შ. ამ აქტივობას მათ ძალიან კარგად გაართვეს თავი.გამოიყენეს ლექსიკური მარაგი და გრამატიკულად სწორი, გამართული წინადადებები. მათი მსჯელობა ნამდვილად იყო არგუმენტირებული და მაგალითებით გამდიდრებული.
მეოთხე აქტივობის დაწყებამდე ბავშვებს გავაცანი ამ აქტივობის და მისი შემდეგი აქტივობის ინსტრუქცია, რადგან ისინი ერთმანეთიდან გამომდინარეობდა. ფორმატის ფურცლებზე, რომლებიც მათ დავურიგე, ფერადი მარკერებით მათ უნდა დაეწერათ დღევანდელ გაკვეთილზე გამოკვეთილი პრობლემებიდან სამი პრობლემა, რომელიც მათ ყველაზე აქტუალურად მიაჩნდათ და ამ პრობლემების მოგვარების სამი ძირითადი გზა. ამ აქტივობისთვის მათ განვუსაზღვრე 8-10 წუთი. ხოლო მისი დასრულების შემდეგ კი უნდა წარმოდგინათ პეზენტაციის სახით და ამისთისაც ჰქონდათ დრო 8-10 წუთი. მოსწავლეებმა აქტიურად იმსჯელეს ჯგუფებში ამ დავალებაზე და ჩამოწერეს მათთვის მიცემული დავალება. მხოლოდ ერთმა ჯგუფმა სამის ნაცვლად ოთხი პრობლემა და მოგვარების გზა ჩამოწერა, რაც შემდგომ პრეზენტაციისას მე შეცდომაში ჩავუთვალე, იქედან გამომდინარე, რომ , როდესაც ინსტრუქციას გასცემს მასწავლებელი, მათ უფრო ყურადღებით უნდა მოუსმინონ, რომ ყველა დეტალი გაითვალისწინონ დავალების შესრულებისას. პრეზენტაციის დაწყების წინ კი მიუხედავად ჩემი მოწოდებისა, რომ დრო ამოიწურა და პრეზენტაციის დასაწყებად  ყურადღებით მოესმინათ ერთმანეთისთვის, ერთ-ერთ ჯგუფში საუბარი განაგრძეს მოსწავლეებმა, რაც ჩემს შეცდომად ჩავთვალე, რადგან პრეზენტაციის დასაწყებად აუცილებელია კლასში ყველა ჯგუფი მობილიზებული იყოს. მართალია, რამდენიმე შენიშვნის შემდგომ ეს პრობლემა აღმოიფხვრა, მაგრამ შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ ეს შეცდომა აღარ გაიპაროს. მიუხედავად ამ ხარვეზისა, პრეზენტაციებზე მოსწავლეებმა ძალიან კარგად წარმოადგინეს თავინთი ჯგუფები. მათი მსჯელობა იყო ძალიან გააზრებული, ლოგიკური და პრობლემაზე ორიენტირებული. მათ კარგად შეძლეს გაკვეთლზე განხილული ყველა პრბლემიდან მათთვის მნიშვნელობანის გამოკვეთა და ზუსტად შეუსაბამეს გამოსავალიც, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებისთვის იყო საჭირო. პრეზენტაციებისთვის განკუთვნილ დროში მოსწავლეები ზუსტად ჩაეტივნენ. მე კი  მივეცი მათ განმავითარებელი შეფასება და შემდეგ , კითხვების საშუალებით შევაჯამე გაკვეთილი. შეჯამების შემდეგ, მივეცი საშინაო დავალება თემაზე - Let’s save the planet (გადავარჩინოთ პლანეტა). მათ უნდა დაწერონ თემა - 120-180 სიტყვიანი, სადაც უნდა გაამთლიანონ გაკვეთილზე განხილული ყველა პრობლემა და   იმსჯელონ მათი გადაჭრის გზებზე.
საბოლოოდ, დავალების მიცემის შედეგ, მოსწავლეებს შევახსენე რომ ისინი ფასდებოდნენ როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასებით და გაკვეთილზე ჩანიშულ აქტიურობებს ,რომელსაც ვაკვირდებოდი ჯგუფური მუშაობისას, დავამატე მათი აქტიურობა ინდივიდუალურად, კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს და დავწერე განმსაზღვრელი შეფასებებიც.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ, გაკვეთილის მიზანს, რომელიც მოსწავლეებს დასაწყისშივე გავაცანი, მივაღწიეთ გაკვეთილი ბოლოს.  მოსწავლეებმა შეძლეს არსებული მასალის ათვისება და მათი გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში, დისკუსიაში და ა.შ.  ეს გაკვეთილი ხელს შეუწყობს  შემდეგომშიც მოსწავლეების დამოუკიდებელ მუშაობას, ინფორმაციიდან პრობლემის ამოღებას, არგუმენტირებულ ანალიზს, პრობლემის გადაწყვეტის გზების შესახებ მსჯელობას და აზრთა გაცვლა-გამოცვლას.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ იყო კოლეგებისთვის ეს გაკვეთილი საინტერესო, ვფიქრობ , რომ პირველი არის თემის აქტუალობა, შემდეგი გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები, რომელიც ,რა თქმა უნდა მათთვისაც კარგად ნაცნობია, მაგრამ სხვაზე დაკვირებით უფრო კარგად ჩანს ხოლმე ამა თუ იმ მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარე, რასაც ისინიც შეამჩნევდნენ და შემდგომში აუცილებლად გაითვალისწინებენ თავინთ პროფესიულ პრაქტიკაში.
საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ეს კაგვეთილი გეგმის შესაბამისად ჩავატარე და მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, გაკვეთლმა კარგად ჩაიარა. წინა გაკვეთილზე რა ხარვეზებიც მქონდა, ამ გაკვეთილზე გავითვალისწინე და მივაღწიე კიდეც მათ გაუმჯობესებას. ხოლო ამ გაკვეთილის ხარვეზს, აუცილებლად გამოვასწორებ შემდეეგში. გაკვეთილი ხომ ცოცხალი პროცესია და წინასწარ ყველა დეტალის გათვალისწინება შეუძლებელია. პედაგოგმა კი თავისი მაქსიმუმი უნდა წარმოაჩინოს, თუმცა შეცდომებზე სწავლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ნებისმიერი პროფესიის ადამიანითვის და მათ შორის პედაგოგისთვის.



No comments:

Post a Comment